სიახლე

რატომ ესხმის თავს ადამიანს ყვავი და რა უნდა გააკეთო? ორნითოლოგის ახსნა

რატომ ესხმის თავს ადამიანს ყვავი და რა უნდა გააკეთო? ორნითოლოგის ახსნა
სპეციალისტების აზრით, ყვავების მიერ ადამიანებზე თავდასხმა დაკავშირებულია ჰიპერმეურვეობის ინსტინქტთან.

ზოგჯერ ყვავები უმიზეზოდ ესხმიან თავს ადამიანებს. საქმე დედობრივ ინსტინქტშია. მაისის მეორე ნახევრიდან ივნისის პირველი ნახევრის ჩათვლით, ყვავის ბახალა სწავლობს ფრენას. თავიდან ისინი ცუდად დაფრინავენ, ეცემიან ბალახებსა და ბუჩქებში. მშობლები მათ თვალს ადევნებენ და იცავენ თავიანთ ბარტყებს.

ადამიანმა შესაძლოა ვერც დაინახოს ბარტყი, მაგრამ მის ახლოს იდგეს. ყვავები კი ამას საშიშროებად აღიქვამენ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ყვავი დაგესხათ თავს?

სპეციალისტის რჩევით, თუ თავს ყვავი დაგესხათ, ირგვლივ მიმოიხედეთ. შესაძლოა, ბალახში
ან სადმე, ახლოს ბახალა იყოს ჩამოვარდნილი. შეგიძლიათ ის ფრთხილად გადაიყვანოთ გზისგან მოშორებით, რომ ყვავმა ადამიანები საფრთხედ არ ჩათვალოს. რა თქმა უნდა, ყვავი თავს დაგესხმებათ. თავზე დაიფარეთ კაპიუშონი ან ქურთუკი გადაიფარეთ. ყველაზე სწორი იქნება, რომ ბახალა მოშორებით გადაიყვანოთ.

ყვავი დააფრთხეთ ყვირილით. ივნისის მეორე ნახევრიდან, ყვავის ბარტყები ფრენას კარგად ისწავლიან და საშიშროებაც გადაივლის.

წყარო

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93