"გარანტ მოტორსი" გთავაზობთ კონდიცირების სისტემის გამართვისა და დატუმბვის სერვისს კვალიფიციური და პროფესიონალი პერსონალის მეშვეობით. ისინი უპრობლემოდ მოაგვარებენ თქვენი ავტომობილის პრობლემას.
დღესდღეობით კონდიციონერით აღჭურვილი ავტომობილი არ არის ფუფუნება, არამედ ის წარმოადგენს აუცილებლობას. კონდიცირება მანქანაში არა მხოლოდ ზრდის მძღოლისა და მგზავრების კომფორტის დონეს, არამედ აუმჯობესებს კონცენტრაციას, რაც თავის მხრივ, ზრდის უსაფრთხოების დონეს მართვის დროს.
ყველა ტიპის ავტომობილის კონდიცირების სისტემას სჭირდება შემოწმება და გამართვა. ამ დროს მთავარია, გემსახურებოდეთ თავისი საქმის პროფესიონალი, რომელსაც ექნება გამოცდილება და მარტივად გადაჭრის პრობლემას.
"გარანტ მოტორსი" იყენებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, Global-ის ფრეონს, რომელიც ჩინური და თურქული ფრეონისგან განსხვავებით, არ შეიცავს კონდენსანტს და ხასიათდება მაღალი გაგრილების კოეფიციენტით. ხარისხიანი მასალა კი განაპირობებს შეკეთებული ნაწილის გამძლეობასა და ეფექტურობას.
გაითვალისწინეთ, რომ ფრეონის თუნდაც მცირე დოზით ნაკლებობა ჰაერის კონდიცირების სისტემას ნელ-ნელა აზიანებს და ძვირად ღირებული კომპრესორი მწყობრიდან გამოდის. ამიტომ, თუ თქვენს ავტომობილს ესაჭიროება კონდიცირების სისტემის გამართვა, აუცილებელია, რომ მიმართოთ გამოცდილ და სანდო კომპანიას.
კონდიციონერის დიაგნოსტიკა და დატუმბვა სავალდებულო პროცედურაა, რომელიც უნდა ჩატარდეს ორ წელიწადში ერთხელ.
აუცილებელია სალონის ფილტრის დროულად შეცვლა. დარწმუნდით, რომ კონდენსატის სადრენაჟო ხვრელი არ არის გაჭედილი, რადგან ეს ფაქტორები უზრუნველყოფს მანქანაში კომფორტულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს.
ფილტრის შეცვლის შემდეგ, თუ მანქანაში კიდევ არის არასასიამოვნო სუნი, მაშინ უნდა ჩატარდეს საჰაერო სისტემების წმენდა/დეზინფექცია.
საჰაერო სისტემების დეზინფექცია ტარდება LIQUI MOLY-ის უსუნო ანტისეპტიკური საშუალებებით, რომებლიც ღრმად აღწევს, ხოცავს ბაქტერიებს, სოკოს, აღმოფხვრის უსიამოვნო სუნს, რაც მთავარია, ქმნის დამცავ ფენას, რომელიც წარმოქმნის სუფთა ჰაერს და ეფექტი დიდხანს ნარჩუნდება.
ჩაძირული ავტომობილების ან ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დეზინფექციის პროცედურის ხელმეორედ ჩატარება.
R