ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს გაიცნო საზოგადოებამ. პატარა, საყვარელი ბიჭის სახალისო ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც პირველი კლასის გამოსაშვებ ზეიმზე იყო გადაღებული, ნიკუშა ინტერნეტვარსკვლავად იქცა - "მას ქართველი ლუი ანდერსონიც" შეარქვეს.
მალე ცნობილი გახდა, რომ ბიჭუნას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აწუხებდა. ბავშვს თირკმელების დაავადება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში დაუდგინეს. მერე იყო ურთულესი გზა სიცოცხლის გადასარჩენად. წლების წინ ერთი თირკმელი ბებიამ, დედის დედამ, გადაუნერგა ნიკუშას.
ამ სამი წლის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ის საავადმყოფოში არაერთხელ მოხვდა, რამდენიმე თვის წინ კი, 10 წლის ნიკუშას ინსულტი განუვითარდა და თვეების განმავლობაში ინგოროყვას კლინიკაში აპარატზე იყო შეერთებული. გაგრძელება