ვახო ჭუმბურიძეს, ალბათ, უკვე ბევრი იცნობს. ფართო საზოგადოებამ მას მერე გაიცნო, რაც მაკა ზამბახიძესთან იყო მეორე ქორწინებაში.
ვახოს ჰყავს ერთადერთი ქალიშვილი, ულამაზესი თინი, რომლის აღზრდაში მამა აქტიურადაა ჩართული და როგორც ამბობენ ხოლმე, მზე და მთვარე თინიზე ამოსდის. სამწუხაროდ, თინის ამჯერად სერიოზული პრობლემა შეუქმნეს. 15 წლის გოგოზე ზრდასრული კაცი ფსიქოლოგიურად ძალადობს, ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, თუ ცოლად არ გაჰყვება და ა.შ. მამა და ოჯახი საქმის კურსშია, მიჰყვებიან საქმეს ისე, როგორც პოლიცია კარნახობს, თუმცა, რატომ დადის თავისუფლად ქუჩაში მოძალადე ცინიკოსი, ეს ამოუხსნელი რჩება.
დეტალები იხილეთ ვახოს პოსტში:
„გამარჯობა,
მე ვარ ვახო - თინის მამა!
ცოტას მოგიყვებით ჩვენ შესახებ, თქვენის ნებართვით.
თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა, გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში "მაკდონალდსში" იმუშავა... რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს. კატა, რომელიც გვყავს - გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია). უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია, ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშვთა სახლში (რადგან უნდოდა, რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს)...
მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი.
ახლა მთავარი:
6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ ცოლად არ გაჰყვებოდა... და ნუ კიდევ ბევრი რამ, რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა).
რა გავაკეთე მე, როდესაც ეს ამბავი გავიგე?
- დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან.
- დამთანხმდა.
- შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა.
- კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად მივმართავ პოლიციას-თქო.
- მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა "ბიძამ" და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, ამ ადამიანმა ბევრი ბოდიში მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ასეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ.
ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს სადარბაზოსთან ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში.
- გამასწრო ამ ნაბიჭვარმა.
- რა გავაკეთე?
- მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე, გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება.
აი, აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება.
12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა - ეგეც გავაკეთეთ, არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება? ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს - წაშლის, ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მისწერა ამ პერიოდში.
შედეგი არის - 0