სასამართლომ იურისტ ვახო ჭუმბურიძის 15 წლის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, იურისტმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ქალიშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სამართალდამცველებს ქალიშვილის დაცვა სთხოვა. მისი თქმით, მის შვილს ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ცოლად არ გაჰყვებოდა...
აღნიშნულის განცხადების შემდეგ მოქალაქე რ.ნ-ს ბრალი წარედგინა და პროკურატურამ სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა.
"შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრბიდან და სოციალური ქსელების, "ფეისბუქის" და "Instagram"-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა. გაგრძელება