ვინ არ ოცნებობს, მიაღწიოს სახის კანის იდეალურ მდგომარეობას მაკიაჟის გარეშე? ამის შესაძლებლობას იძლევა ახალი რუტინა და ინოვაციური პროდუქტი - Crème Prodigieuse® Boost smoothing primer-ი, რომელიც "ნუქსმა" ფარმბაზარზე წარმოადგინა.
დამაგლუვებელი პრაიმერის უპირატესობები:
პრაიმერი არაშეფერილი კოსმეტიკური პროდუქტია, რომელიც კანის მოვლის რუტინის შემდგომ, მაკიაჟის წასმამდე გამოიყენება. გლუვი ტექსტურის დახმარებით, ხდება სახის კანის გათანაბრება. პრაიმერს აქტიურად იყენებენ პროფესიონალი ვიზაჟისტები, რადგან ის იდეალური შედეგის მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
პრაიმერი უნდა წაისვათ ტონალური კრემის წასმამდე. ის აადვილებს ტონალური კრემის თანაბრად გადანაწილებას სახეზე და ხელს უწყობს პიგმენტების ხანგრძლივად დაფიქსირებას. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს მყისიერი შედეგი - ბუნებრივი ეფექტით.
პრაიმერს არ აქვს კანის მოვლის ფუნქცია. ის უზრუნველყოფს კანის ზედაპირის სრულყოფილებას.
Crème Prodigieuse® Boost smoothing primer-ის მოქმედება:
- ფარავს დაბერების პირველ ნიშნებს სახეზე;
- აქრობს დაღლილობის ნიშნებს;
- აუმჯობესებს ჩამქრალი და ფერმკრთალი კანის მდგომარეობას;
- ფარავს კანის სხვადასხვა ნაკლოვანებას;
- აქრობს კანზე ცხიმის ბზინვარებას.
პრაიმერის გამოყენებით მიიღებთ „შიშველი კანის“ ეფექტს. ყველამ იცის, რომ ე.წ. უმაკიაჟო სახე მსოფლიო ტრენდია. ეს პროდუქტი კი გარანტია იმისა, რომ მაკიაჟის გარეშე თქვენი სახის კანი იდეალურად გამოჩნდება.
Crème Prodigieuse® Boost ერგება ყველა ტიპის კანს. მისი ეფექტურობა შემოწმებულია დერმატოლოგების მიერ. გამოიყენება როგორც ნორმალურ, ასევე კომბინირებულ და მშრალ კანზე.
დაუყოვნებელი მულტიეფექტი შესამჩნევია 15 წამში.
როგორ გამოვიყენოთ:
- დაიტანეთ სახის ე.წ. T ზონაზე: გამოხატული ხაზები, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, წრიული, რბილი მოძრაობებით დილას.
- ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მაკიაჟის ბაზა ტონალურის წასმამდე.
რას შეიცავს:
Crème Prodigieuse® Boost დამარბილებელი პრაიმერი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტურ კომპლექსს ჟასმინის ყვავილებით.
- ჟასმინის ყვავილი მდიდარია ფლავონოლებით, რაც ზრდის კანის ანტიოქსიდანტური თავდაცვის მექანიზმებს;
- კალენდულის ყვავილი აძლიერებს კოლაგენის სინთეზს და იცავს არსებულ ბოჭკოებს;
- უჯრედული შაქარი (რიბოზა) ზრდის კანის უჯრედების მოქმედებას, უჯრედული სუნთქვის გაზრდით.
კრემი გაჟღენთილია ბუნებრივი წარმოშობის სილიციუმის ფხვნილით, შთანმთქმელი და მქრქალი თვისებებით. ის კანზე დნება და არ ქმნის „ნიღბის“ ეფექტს. ფორმულა შეიცავს 77.2% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს.
მისი დამატება სახეზე შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
სახის კანზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ 25 წლის ასაკიდან. ყოველდღიური რუტინა ანელებს დაბერების პროცესს. "ნუქსი" კი არის ბრენდი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ენდობიან და რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
R