სიახლე

შსს-ს საგანგებო ბრიფინგი შაქარაშვილის საქმეზე - უწყება გამოძიების ახალ დეტალებს ასაჯაროებს

შსს-ს საგანგებო ბრიფინგი შაქარაშვილის საქმეზე - უწყება გამოძიების ახალ დეტალებს ასაჯაროებს
შსს-ს საგანგებო ბრიფინგი შაქარაშვილის საქმეზე - უწყება გამოძიების ახალ დეტალებს ასაჯაროებს.
გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­მარ­თა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ამ ეტაპ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 4-დან 11 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და: 2020 წლის 18 ივ­ნისს,
მცხე­თა­ში, ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში სტუმ­რად მყო­ფი მო­ზარ­დე­ბის ორ ჯგუფს შო­რის მოხ­და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე ერთი ჯგუ­ფი დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით და­ა­ორ­გა­ნი­ზა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გა­ემ­გზავ­რა მცხე­თა­ში.

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თავს და­ესხნენ გზა­ზე მი­მა­ვალ მო­ზარ­დებს და მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რა დრო­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი, ძა­ლა­დო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მდი­ნა­რე არაგ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცნენ.

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, და­ე­დევ­ნენ გაქ­ცე­უ­ლებს, რომ­ლე­ბიც მი­ი­მალ­ნენ მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, მო­ძა­ლა­დე­ებ­მა გა­ნაგ­რძეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი­სა და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის დევ­ნა, რა დრო­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი დევ­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით გა­იქ­ცა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო მისი მე­გო­ბა­რი, 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. (გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი) იპო­ვეს და უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 4-დღი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნილ იქნა მდი­ნა­რე არაგ­ვის კა­ლა­პოტ­ში. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, ვი­ნა­ი­დან სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ა­ზე. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93