სიახლე

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ჰყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ჰყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა
გო­გო­ნა, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა, პირ­ველ პო­ზი­ცი­ას AMBEBI.GE-სთან აფიქ­სი­რებს. 18 წლის გო­გო­ნას ად­ვო­კა­ტის, ლიკა ბი­ცა­ძის თქმით, მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

"უმ­ძი­მეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ეს გო­გოც და მთე­ლი ოჯა­ხიც. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს მათ ოჯახ­ში. რაც იწე­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მი­სუ­ლია მათ ყუ­რამ­დე და ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან. ორ­მა­გი დარ­ტყმის ქვეშ არის გო­გო­ნა. ერთი, რომ ახლო მე­გო­ბა­რი გარ­და­ეც­ვა­ლა, მე­ო­რეც - თით­ქოს ირი­ბად მას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ მომ­ხდარ­ში", - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ად­ვო­კა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თი­თქოს იუ­ბი­ლარ­მა წვე­უ­ლე­ბის მო­საწ­ვე­ვი ბი­ლე­თე­ბი გა­ყი­და, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

"ტყუ­ი­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია. მას არ გა­უ­ყი­დია არა­ნა­ი­რი ბი­ლე­თე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რე­ბის ოდე­ნო­ბას, ვერ გე­ტყვით, რა­ტომ იყო ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იქ. ამა­ზე არც თვი­თონ აკე­თებს გან­მარ­ტე­ბას. ორ­ჯერ და­ი­კი­თხა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და ჩვე­ნე­ბის ში­ნა­არსზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.


ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 17 პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მცხე­თის სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93