სიახლე

რას ჰყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე გარდაცვლილისა და ხიდის ეპიზოდის შესახებ

რას ჰყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე გარდაცვლილისა და ხიდის ეპიზოდის შესახებ
ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი მო­რაგ­ბის, არ­ჩილ გაგ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამა­ვე საქ­მე­ში ფი­გუ­რან­ტმა რამ­დე­ნი­მე პირ­მა მცხე­თა­ში გა­ყო­ლა არა სა­ჩხუბ­რად, არა­მედ ავ­ტო­მან­ქა­ნის წა­მო­საყ­ვა­ნად სთხო­ვა, ვი­ნა­ი­დან თა­ვად ნას­ვა­მები იყ­ვნენ.

ამის შე­სა­ხებ გაგ­ნი­ძე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ მო­ი­პო­ვა. არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია, ვინც შა­ქა­რაშ­ვი­ლი ბო­ლოს ცო­ცხა­ლი ნახა, ჩვე­ნე­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს შემ­თხვე­ვის დღეს. მათ შო­რის, სა­უბ­რობს ხი­დის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სპორ­ტსმე­ნის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ხიდ­თან მათ 4 ახალ­გაზ­რდა (გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და ვახო ახვლე­დი­ა­ნი) შეხ­ვდა,
რო­მელებიც „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გა­იქ­ცნენ. რო­გორც ის ჰყვე­ბა, გაქ­ცე­უ­ლებს ფე­ხით, სწრა­ფი სი­ა­რუ­ლით გაჰ­ყვა, თუმ­ცა ვერც ერთი მათ­გა­ნის კვალს ვერ მი­აგ­ნო.

გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, როცა „ტო­ი­ო­ტა ქამ­რით“ თბი­ლი­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ და აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის­თა­ნა­ვე, გზად მი­მა­ვა­ლი 4 პირი უკან, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცა, რა­ტომ გა­და­ვი­და ის მან­ქა­ნი­დან და რა­ტომ ეძახ­და, რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, არ­ჩილ გაგ­ნი­ძის პა­სუ­ხით, მან ჩათ­ვა­ლა, რომ „ისი­ნი იყ­ვნენ მათ მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი ახალ­გაზ­რდე­ბის ის ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში უნდა წა­ეყ­ვა­ნათ და სწო­რედ ამი­ტომ გაჰ­ყვა უკან და ეძახ­და, რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ“.

"2020 წლის 19 ივ­ნისს, სა­ღა­მოს პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 22:00 სა­ა­თის­თვის, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, ჩემს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ეზო­ში. იქ იმ­ყო­ფე­ბო­და ჩემი მე­გო­ბა­რი და უბ­ნე­ლი ვასო მა­ხა­რა­ძე. ასე­ვე, შორიახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი უბ­ნე­ლი სხვა პი­როვ­ნე­ბე­ბიც, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი აღარ მახ­სოვს.

ვსვამ­დი ლუდს. ამ დროს ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ ჩვე­ნი ზედა უბ­ნის ახალ­გაზ­რდე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით, 10 ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­თა­გან ორი ჩემი უბ­ნე­ლია. მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ჩემ­თვის უც­ნო­ბია.


აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით, 18-19 წლი­სა­ნი. აღ­ნიშ­ნულ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა იქ მყოფ პი­როვ­ნე­ბებს ემო­ცი­უ­რად დაგ­ვი­წყეს მო­ყო­ლა, რომ ისი­ნი იმა­ვე დღეს სა­ქე­ი­ფოდ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მცხე­თა­ში, ერთ-ერთ სახ­ლში, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრა­სის პი­რას, „ლი­დერ­ფუ­დის“ შე­ნო­ბის უკან. იქ შეკ­რე­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ კლა­სე­ლე­ბი და ქე­ი­ფობ­დნენ. კლა­სე­ლე­ბის გარ­და, იქ სხვა პი­როვ­ნე­ბე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თუ არა, მე იქ მათ­გან არ გა­მი­გია.

მათი გან­მარ­ტე­ბით, სუფ­რას­თან ქე­ი­ფის დროს, მათ ჩემ­თვის უც­ნობ პი­როვ­ნე­ბებ­თან მო­უხ­დათ ჩხუ­ბი და ისი­ნი წა­მო­ვიდ­ნენ ქა­ლაქ თბი­ლის­ში. წა­მოს­ვლი­სას ერთ-ერთ მათ თა­ნაკ­ლა­სელს ქე­ი­ფის ად­გი­ლას დარ­ჩა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ვერ წა­მო­იყ­ვა­ნა, რად­გან ნას­ვამ მდგო­მა­რე­ბა­ში იყო. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93