სიახლე

"ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - დაენიშნება თუ არა დაცვა გოგოს, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

"ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - დაენიშნება თუ არა დაცვა გოგოს, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა
იუ­ბი­ლა­რი გო­გო­ნას ად­ვო­კა­ტი ლიკა ბი­ცა­ძე, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა, AMBEBI.GE-სთან მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის პო­ზი­ცი­ას გან­მარ­ტავს.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გა­აშუ­ქა.

"ძა­ლი­ან მინ­და, ისე მი­ვი­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რო­გორც ამას ჩვენ ვა­ცხა­დებთ. ჩვენ ვთქვით, რომ თუ კვლავ გაგ­რძელ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან მუ­ქა­რე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, იძუ­ლე­ბუ­ლნი ვიქ­ნე­ბით, ვი­სარ­გებ­ლოთ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით და მო­ვი­თხო­ვოთ სა­ხელ­მწი­ფო სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა.

ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, ამ ეტაპ­ზე ჩვენ არ ვი­თხოვთ
დაც­ვას, მაგ­რამ თუ ასე გაგ­რძელ­და, ეს სა­კი­თხი დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში" - აცხა­დებს ლიკა ბი­ცა­ძე.
უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კვლავ მძი­მეა. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სახ­ლი­დან არ გა­მო­დის. გაგრძელება


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93