იუბილარი გოგონას ადვოკატი ლიკა ბიცაძე, რომლის დაბადების დღის წვეულებაზე დაწყებულ დაპირისპირებასაც გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, AMBEBI.GE-სთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას განმარტავს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა.
"ძალიან მინდა, ისე მივიდეს საზოგადოებამდე ჩვენი პოზიცია, როგორც ამას ჩვენ ვაცხადებთ. ჩვენ ვთქვით, რომ თუ კვლავ გაგრძელდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მუქარები და შეურაცხყოფები, იძულებულნი ვიქნებით, ვისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული უფლებით და მოვითხოვოთ სახელმწიფო სპეციალური დაცვა.
ხაზგასმით ვაცხადებ, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვითხოვთ დაცვას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში" - აცხადებს ლიკა ბიცაძე.
უფლებადამცველის თქმით, გოგონას მდგომარეობა ფსიქოლოგიურად კვლავ მძიმეა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სახლიდან არ გამოდის. გაგრძელება