"05.07.20. მოევლინა ჯერი ბეროშვილი" - ილო ბეროშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
წყვილმა ახალშობილს ჯერი დაარქვა. დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ.
ჯერი ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას პირველი საერთო შვილია. წყვილის სიყვარულის ამბავი 2 წლის წინ დაიწყო. მათ ერთმანეთი ერთ-ერთი რადიოგადაცემის ჩაწერისას გაიცნეს. თავიდან რომანტიკულ ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ. ანი და ილო ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.
ილო ბეროშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს ტელეწამყვან ნელი აგირბასთან. ბავშვებთან კარგი ურთიერთობა აქვს ანი ბებიას და მათ ფოტოებსაც ხშირად ათავსებს "ინსტაგრამზე".
ambebi.ge