მარსიდან შორტებამდე - ილონ მასკი წითელ შორტებს ყიდის - Marao

მარსიდან შორტებამდე - ილონ მასკი წითელ შორტებს ყიდის

2020-07-08 11:50:00+04:00


კომპანია TESLA-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე ექსცენტრიკული ადამიანია, რომელსაც უცნაური იდეების განხორციელება მოსწონს და ხშირ შემთხვევაში, მისი იდეები წარმატების მომტანი ხდება.

მისგან საზოგადოება ყოველთვის ახალ გამოგონებას, რევოლუციურ იდეას ელის. მასკისგან ამჯერადაც გვაქვს სიახლე, თუმცა ის არც ჩიპებს უკავშირდება, არც კოსმოსურ ხომალდებს და არც ელექტრომანქანებს - გამომგონებელი შორტების გაყიდვას იწყებს.

ამის შესახებ ილონმა "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე თავად დაწერა.

გამომგონებელი შორტებს ზაფხულში საფონდო ბირჟაზე მიღწეული წარმატების აღსანიშნად ყიდის. ივლისის დასაწყისში Tesla-ს აქციების ფასმა 4 პროცენტით მოიმატა და 1 120 დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული თანხაა. ამ მონაცემებით, მასკის კომპანიამ გაუსწრო "ტოიოტას", "დისნეის", "კოკა-კოლასა" და სხვებს. გაგრძელება