ამერიკელი მსახიობი, მსახიობ ჯონ ტრავოლტას ცოლი, კელი პრესტონი 57 წლის ასაკში მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. ამის შესახებ people.com-ი წერს.
"შესანიშნავი დედა და მეუღლე 2020 წლის 12 ივლისს, დილით გარდაიცვალა, ის ორი წლის განმავლობაში ებრძოდა მკერდის კიბოს“, - უთხრა გამოცემა PEOPLE-ს ოჯახის წარმომადგენელმა.
ოჯახის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ ის უახლოესი ადამიანების გარემოცვაში იყო და ასე მკურნალობდა, ცდილობდა, რომ მდგომარეობა საჯარო განხილვის საგანი არ გამხდარიყო.
კელი ქალიშვილთან ერთად
"ის იყო ნათელი, ლამაზი, მოსიყვარულე სული, რომელიც მუდამ ზრუნავდა სხვებზე. ოჯახი ითხოვს, რომ გაუგოთ ამ რთულ მომენტში, რადგანაც ახლა პირადი სივრცე სჭირდებათ“, - ამბობს ოჯახის წარმომადგენელი. გაგრძელება