ულამაზესი ინდოელი მსახიობი და ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. ქალი მუმბაის ნანავატის საავადმყოფოში მკურნალობს. იქვე გადი მკურნალობას მსახიობის ქალიშვილიც აარადიაც.
ერთი კვირით ადრე ვირუსი დაუდგინდა აიშვარია რაის ქმარსა და მამამთილს. აბჰიშეკ ბაჩჩანი და ამიტაბჰ ბაჩჩანი ასევე ბოლივუდის ცნობილი მსახიობები არიან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 34 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 671 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
reitingi.ge