სიახლე

"ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გასასვლელს ეძებდა" - რას ჰყვება იმ სოფლის მკვიდრი, სადაც გარდაცვლილი გოგონა უკანასკნელად ნახეს?

"ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გასასვლელს ეძებდა" - რას ჰყვება იმ სოფლის მკვიდრი, სადაც გარდაცვლილი გოგონა უკანასკნელად ნახეს?
5 დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა, თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტყე­ში, თა­ვი­სი­ვე მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გო­გო­ნა სახ­ლი­დან შა­ბათ დი­ლას, 11:00 სა­ათ­ზე ვერ­ცხლის­ფე­რი "ჰი­უნ­და­ით" გა­ვი­და და მას შემ­დეგ ოჯახს მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია. იმა­ვე დღის 12:00 სა­ათ­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა მარ­ნე­ულ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს, შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­იშ­ში, ბო­ლოს კი, გო­გო­ნა ვერ­ცხლის­ფე­რი "ჰი­უნ­და­ით" სო­ფელ გოლ­თეთ­ში ნა­ხეს, სა­ი­და­ნაც მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა.

ambebi.ge-ს ესა­უბ­რე­ბა იმ სოფ­ლის მკვიდ­რი, სა­დაც გო­გო­ნა უკა­ნას­კნე­ლად ნა­ხეს:

"ბევ­რმა ვნა­ხეთ, რო­გორ მოძ­რა­ობ­და მან­ქა­ნით გო­გო­ნა ჩვენს
სო­ფელ­ში. იმ დღეს სო­ფელ გოლ­თეთ­ში 2 უცხო ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­მო­ვი­და, სხვა არა­ვინ გვი­ნა­ხავს. ერ­თში - "ჰი­უნ­და­ი­ში" ის მარ­ტო იჯდა, მე­ო­რე­ში კი ორი გო­გო­ნა შე­ნიშ­ნეს. "ჰი­უნ­და­ის" მძღო­ლი არა­ვის გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­ვრჩა, რომ გა­სას­ვლელს ეძებ­და სოფ­ლი­დან, მაგ­რამ ჩიხ­ში შე­ვი­და, არც არა­ვის გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია, არა­ფე­რი უკი­თხავს, მან­ქა­ნა მო­აბ­რუ­ნა და წა­ვი­და.

ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა ისიც თქვა, რომ მან­ქა­ნის ბორ­ბა­ლი ჩა­უ­ვარ­და თხრილ­ში, და­ვი­ნა­ხე და და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვე­მარ­თე, მაგ­რამ რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, ამო­ქო­ქა და სწრა­ფად წა­ვი­დაო. სხვა­მაც თქვა, უცხო მან­ქა­ნას ვინ­მე თუ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, გო­გო­ნა სიჩ­ქა­რეს უმა­ტებ­და, თით­ქოს გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­დაო. ჩვე­ნი სოფ­ლი­დან ტყე­ში ვე­რაფ­რით მოხ­ვდე­ბი, იქე­დან ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე უნდა გახ­ვი­დე, ისე ტყე­ში ვერ შეხ­ვალ.


პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი გახ­სნეს, მაგ­რამ მათ­ში გოლ­თე­თის მერე არ­სად ჩან­და მან­ქა­ნა. გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­მე­რე­ბის ავ­ლით გა­ვი­და ტყე­ში. ჩემი აზ­რით, ის თუ ჩვე­ნი სოფ­ლი­დან პირ­და­პირ იმ ტყის­კენ წა­ვი­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­თი მარ­შრუ­ტი გა­ი­ა­რა: ჩვენს სოფ­ლამ­დე არის სო­ფე­ლი ხა­ი­ში, რომ­ლის კა­მე­რა­საც ჰყავს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა. შემ­დეგ ავ­ტო­მან­ქა­ნა ნა­ხეს გოლ­თე­თის შე­მო­სას­ვლელ­ში. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93