სიახლე

"კანადიდან მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ვეჭვობ, რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა" - 23 წლის გოგონას გაუჩინარების რა ვერსიები აქვთ ახლობლებს?

"კანადიდან მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ვეჭვობ, რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა" - 23 წლის გოგონას გაუჩინარების რა ვერსიები აქვთ ახლობლებს?
სტა­ტი­ის გა­ნახ­ლე­ბა: სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო, როცა გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კარ­გუ­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტყე­ში, მან­ქან­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შე­სა­ბა­მი­სად, სტა­ტი­ა­ში გა­მოთ­ქმუ­ლი ყვე­ლა ვა­რა­უ­დი და ეჭვი, ახლა კი­დევ უფრო მძფრდე­ბა.
და­კარ­გუ­ლი 23 წლის გო­გო­ნას, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა გუ­შინ ფო­ნი­ჭა­ლა­ში გზა გა­და­კე­ტეს. გო­გო­ნას დე­დის, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის თქმით, ამ­დე­ნი დღეა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­მა­ი­მე­დე­ბელს არა­ფერს ეუბ­ნე­ბი­ან და დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

"სრულ ვა­კუ­უმ­ში ვარ, არა­ვინ არა­ფერს მა­გე­ბი­ნებს. მე­უბ­ნე­ბი­ან ვმუ­შა­ობ­თო. მო­ვი­დეს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, მი­თხრას, რო­დის გა­მო­ი­ძი­ებს ჩემი შვი­ლის ამ­ბავს.
მი­ლი­ო­ნი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია არ­ცერ­თი არ მი­კავ­შირ­დე­ბა, არა­ფერს მე­უბ­ნე­ბი­ან. პირ­ვე­ლი დღი­დან ვეხ­ვე­წე­ბი კომ­პი­უ­ტე­რი გახ­სნან",- აცხა­დებს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­ხუ­თე დღეა, რაც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ გო­გო­ნას თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ეძე­ბენ. 23 წლის თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სახ­ლი­დან შა­ბათ დი­ლას 11 სა­ათ­ზე გა­ვი­და ვერ­ცხლის­ფე­რი "ჰი­უნ­და­ით" და მას შემ­დეგ ოჯახს მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია. იმა­ვე დღის 12 სა­ათ­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა მარ­ნე­ულ­ში და­ა­ფიქ­სი­რა, შემ­დეგ სო­ფელ ხა­იშ­ში, ბო­ლოს კი გო­გო­ნა ვერ­ცხლის­ფე­რი "ჰი­უნ­და­ით" სო­ფელ გოლ­თეთ­ში ნა­ხეს, სა­ი­და­ნაც მისი კვა­ლი იკარ­გე­ბა. პო­ლი­ცი­ამ გო­გო­ნას პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი ამო­ი­ღო და აქამ­დე არ დად­გე­ნი­ლა, ვის­თან ჰქონ­და გო­გო­ნას მი­მო­წე­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. შსს-მ საქ­მე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის მუხ­ლით აღ­ძრა. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში დღე­ი­დან ვერ­ტმფრე­ნიც ჩა­ერ­თვე­ბა.

ოჯა­ხის­თვის უც­ნო­ბია, რა უნ­დო­და გო­გო­ნას სო­ფელ ხა­იშ­ში, სა­დაც მას არც მე­გო­ბა­რი და არც ნა­თე­სა­ვი ჰყავ­და. ოჯა­ხი ვა­რა­უ­დობს, რომ გო­გო­ნა სახ­ლი­დან მო­ტყუ­ე­ბით გა­იყ­ვა­ნეს და მათი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა გა­ტა­ცე­ბას­თან გვქონ­დეს საქ­მე. და­კარ­გუ­ლის მშობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა შე­საძ­ლოა მის სამ­სა­ხურს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. გო­გო­ნა სა­სა­ხუ­რი­დან 2 დღის წა­მო­სუ­ლი იყო, თუმ­ცა დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნია ("ზეგ-ზენ ონ­ჟი­ნე­რინგ გრუ­პი") სამ­სა­ხურ­ში რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქტს გა­მო­რი­ცხავს. სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 3 დღეა, რაც გო­გო­ნას პერ­სო­ნა­ლუ­რი (სამ­სა­ხუ­რის) კომ­პი­უ­ტე­რი ამო­ი­ღეს, რო­მელ­შიც შე­საძ­ლოა საკ­ვან­ძო ინ­ფორ­მა­ცია ინა­ხე­ბო­დეს, რაც გა­მო­ძი­ე­ბას სწორ კვალ­ზე და­ა­ყე­ნებს. გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მათ პა­რო­ლის გარ­კვე­ვა და კომ­პი­უ­ტე­რის გა­ტეხ­ვა ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხეს.გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. შსს-მ საქ­მე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის მუხ­ლით აღ­ძრა.

რო­გორც დედა ამ­ბობს, თა­მუ­ნამ გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში მი­ი­ღო კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის დარ­გში და სა­გუ­ლის­ხმოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მან ზუს­ტად არ იცის, სად.

პო­ლი­ცი­ამ გო­გო­ნას პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი წა­ი­ღო და აქამ­დე არ დად­გე­ნი­ლა, ვის­თან ჰქონ­და გო­გო­ნას მი­მო­წე­რა. გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. შსს-მ საქ­მე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის მუხ­ლით აღ­ძრა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
კეტი
კანადიდან გამოგზავნილ მასალებს მაგას მისცემდნენ გასჰასჰიპრად ნუ გავგიზდებიტ ეხლა კველანი ტუკი საეცჰვო მასალა იკო სამსახური სჰორსაა მის სიკვდილტა პირადული იკო სცორედ გაბრაზებული ზურგსჰეკცეული ვინმესგან
21:07 / 22-07-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93