სტატიის განახლება: სტატია გამოქვეყნებული იყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, მანქანში გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამისად, სტატიაში გამოთქმული ყველა ვარაუდი და ეჭვი, ახლა კიდევ უფრო მძფრდება.
დაკარგული 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა გუშინ ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. გოგონას დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ამდენი დღეა სამართალდამცველები დამაიმედებელს არაფერს ეუბნებიან და დახმარებას ითხოვს.
"სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობთო. მოვიდეს გამომძიებელი, მითხრას, როდის გამოიძიებს ჩემი შვილის ამბავს. მილიონი გამომძიებელია არცერთი არ მიკავშირდება, არაფერს მეუბნებიან. პირველი დღიდან ვეხვეწები კომპიუტერი გახსნან",- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
შეგახსენებთ, მეხუთე დღეა, რაც გაუჩინარებულ გოგონას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეძებენ. 23 წლის თამუნა ბაჩალიაშვილი სახლიდან შაბათ დილას 11 საათზე გავიდა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" და მას შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია. იმავე დღის 12 საათზე სათვალთვალო კამერებმა მისი ავტომანქანა მარნეულში დააფიქსირა, შემდეგ სოფელ ხაიშში, ბოლოს კი გოგონა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი იკარგება. პოლიციამ გოგონას პერსონალური კომპიუტერი ამოიღო და აქამდე არ დადგენილა, ვისთან ჰქონდა გოგონას მიმოწერა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა. სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენიც ჩაერთვება.
ოჯახისთვის უცნობია, რა უნდოდა გოგონას სოფელ ხაიშში, სადაც მას არც მეგობარი და არც ნათესავი ჰყავდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და მათი ვერსიით, შესაძლოა გატაცებასთან გვქონდეს საქმე. დაკარგულის მშობლების ვერსიით, შვილის გაუჩინარება შესაძლოა მის სამსახურს უკავშირდებოდეს. გოგონა სასახურიდან 2 დღის წამოსული იყო, თუმცა დამსაქმებელი კომპანია ("ზეგ-ზენ ონჟინერინგ გრუპი") სამსახურში რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავს. სამძებრო ოპერაციის პარალელურად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა 3 დღეა, რაც გოგონას პერსონალური (სამსახურის) კომპიუტერი ამოიღეს, რომელშიც შესაძლოა საკვანძო ინფორმაცია ინახებოდეს, რაც გამოძიებას სწორ კვალზე დააყენებს. გოგონას ახლობლების თქმით, მათ პაროლის გარკვევა და კომპიუტერის გატეხვა ჯერ ვერ მოახერხეს.გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა.
როგორც დედა ამბობს, თამუნამ განათლება საფრანგეთში მიიღო კიბერუსაფრთხოების დარგში და საგულისხმოა ის გარემოება, რომ მან ზუსტად არ იცის, სად.
პოლიციამ გოგონას პერსონალური კომპიუტერი წაიღო და აქამდე არ დადგენილა, ვისთან ჰქონდა გოგონას მიმოწერა. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა. გაგრძელება