23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კურსელი ვახტანგ ნოდაძე გოგონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქმესთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიას აქვეყნებს:
"ვფიქრობ, მინდა რაღაც დავწერო, თან არ მინდა. ალბათ მაინც დავწერ. მინდა თამუნას შესახებ ჩემეული ვერსია გაგაცნოთ. პირველ კურსზე რომ მოვიდა, ცოტაოდენ რამეში ვეხმარებოდი სიტუაციის გარკვევაში და აქედან გამომდინარე გავიცანი. ძალიან წყნარი, საყვარელი და მშრომელი ადამიანი იყო. მონდომებულიც. მაშინ მითხრა, რომ ქართულ-ფრანგულ ფაკულტეტზე აპირებდა გადასვლას მეორე სემესტრიდან და რა ინფორმაციაც მქონდა, ამაზეც მივაწოდე.
აქედან გამომდინარეა დღეს რომ იხვევენ, საფრანგეთში სწვალობდაო. არა, ეგ სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო სწორად სრული სიმართლე არაა. ვინც მაგ მიმართულებაზე აგრძელებს (აგრძელებდა, მგონი ახლა გაუქმდა), შესაძლოა 1-2 სემესტრი საფრანგეთში მოუწიოს სწავლა, თუმცა მეტი არაფერი. ამ 1-2 სემესტრსაც სტუდენტები ზოგადად (არა სრულად და თამუნას შემთხვევა არ ვიცი) უფრო გასართობად იყენებენ ხოლმე. მოგეხსენებათ, უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრება საკმაოდ დიდი ფუფუნებაა ამ ასაკის ადამიანებისთვის. პირველი სემესტრის შემდეგ ზოგჯერ მხვდებოდა ხოლმე უნივერსიტეტში და შარშან პატარა, მოკლეხნიან პროექტზე მოგვიწია ერთად მუშაობა. მაშინ ახალი დაწყებული ჰქონდა ამ პროფესიით მუშაობა. გაგრძელება