კახი კალაძე ოჯახთან ერთად შეკვეთილში ისვენებს. ამ ამბის ამსახველ ფოტოებსა და "სთორებს" კალაძე-არეშიძის წყვილი "ინსტაგრამზე" აქვეყნებს.
დენდროლოგიური პარკის გახსნის შემდეგ შეკვეთილში დასვენება ქართული ბომონდისთვის ერთგვარ ტრენდად იქცა. მერმა ივლისის რამდენიმე დღე რაჭაში, კერძოდ კი, შოვში დეპუტატ ილია წულაიას სასტუმროში გაატარა. მაშინ კალაძე-არეშიძის წყვილი უამრავ ფოტოს აქვეყნებდა, სანამ არ გაირკვა, რომ ბერა ივანიშვილის ძმაკაცი, ვინმე „კაწროც“ იმავე სასტუმროში ისვენებდა. მოგეხსენებათ, სწორედ "კაწრო" იყო ის, ვისაც შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებაში ადანაშაულებდნენ. მაშინ თბილისის პირველი ლედი წერდა, რომ რაჭაში დასვენებით დიდი ხნის ოცნება აისრულა. გაგრძელება + ვიდეო