ქეთა თოფურია საყვარელ მამაკაცთან ერთად საფრანგეთში ისვენებს - რუსული ბომონდის არდადეგები კარანტინის შემდეგ - Marao

ქეთა თოფურია საყვარელ მამაკაცთან ერთად საფრანგეთში ისვენებს - რუსული ბომონდის არდადეგები კარანტინის შემდეგ

2020-07-30 13:16:23+04:00


მართალია, რუსეთს კორონავირუსის მხრივ არცთუ ისე კარგი მდგომარეობა აქვს, მაგრამ კარანტინის დასრულების შემდეგ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. უფრო მეტიც, ქართველებისგან განსხვავებით, რუსული ბომონდი ევროპულ კურორტებს იპყრობს.

მომღერალი ქეთა თოფურია უკვე ორი დღეა ულამაზესი ხედის ფოტოებს საკუთარი "ინსტაგრამის" გვერდის ისტორიებში აქვეყნებს. თაყვანისმცემლების კითხვაზე, თუ სად ახერხებს პანდემიის დროს დასვენებას, მომღერალი თავს იკავებს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ქეთა და მისი ახალი შეყვარებული ლევ ძენგოვი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, სენ-ტროპეზე ატარებენ არდადეგებს. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ქეთასთან ერთად ისვენებენ რუსული ბომონდის ახალგაზრდა ვარსკვლავები, მათ შორის, ტიმატიც.

გაგრძელება