სიახლე

"თვალთვალი, არაადეკვატური სატელეფონო ზარები..." - რა ინფორმაცია მიაწოდეს ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და "ემპათიის" დირექტორმა

"თვალთვალი, არაადეკვატური სატელეფონო ზარები..." - რა ინფორმაცია მიაწოდეს ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და "ემპათიის" დირექტორმა
თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი და ცენ­ტრ „ემ­პა­თი­ის“ დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლეს შეხ­ვდნენ.

რო­გორც ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნი აცხა­დებს, შე­თან­ხმე­ბა მოხ­და სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას. მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ზე­წო­ლე­ბის შე­სა­ხებ, თვალ­თვა­ლი, მი­ყუ­რა­დე­ბა, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი.

კონ­კრე­ტუ­ლად საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ცალ­კე კი­დევ გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი. ახლა უბ­რა­ლოდ, ზო­გა­დად იყო სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ის" დი­რექ­ტორ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე აცხა­დებს, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი მზა­ო­ბას გა­მოთ­ქვამს, ნე­ბის­მი­ერ
და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს შეხ­ვდეს და პრო­ცე­სებს აკ­ვირ­დე­ბა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93