თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ.
როგორც ცენტრის დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, შეთანხმება მოხდა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე.
"სახალხო დამცველი თავის უფლებამოსილების და შესაძლებლობების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. მივაწოდეთ ინფორმაცია ზეწოლების შესახებ, თვალთვალი, მიყურადება, არაადეკვატური სატელეფონო ზარები.
კონკრეტულად საქმესთან დაკავშირებით ცალკე კიდევ გვექნება შეხვედრები. ახლა უბრალოდ, ზოგადად იყო საუბარი", - განაცხადა ცენტრ "ემპათიის" დირექტორმა.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი მზაობას გამოთქვამს, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეხვდეს და პროცესებს აკვირდება. გაგრძელება