ცნობილმა მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა, რომელიც თითქმის ერთი წელია მილიონერ ნიკა ნაყოფიას ცოლი გახდა, დაბადების დღე რამდენიმე დღის წინ მეგობრების წრეში გრანდიოზულად აღნიშნა.
ულამაზეს თეთრ სამოსში გამოწყობილი მოდელი საღამოზე ბრწყინავდა.
ნანუკას დაბადების დღეს ცნობილ დედასა და დასთან ერთად შოუბიზნესის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ: სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე, თიკა მახალდიანი, მანიკა ასათიანი.
სოციალურ ქსელში ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ნანუკას დედამ, ნათია ბანძელაძემ დაწერა:
"ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ამდენი ტკბილი, კეთილი და ბედნიერებით სავსე ადამიანი რომ გყავს გარშემოოო! ამას გისურვებ, არ მოგშლოდეს გვერდით ტკბილი მეგობარი, საყვარელი ადამიანები, ჯანი და ბედნიერებააააა, ბევრი საინტერესო და ზღაპრული წლები ხრაშკასთან და ყველა შენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად". გაგრძელება + ფოტო