დრო გადის, სმარტფონები კი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და მათ გარეშე ერთი სრული დღის გატარება უკვე წარმოუდგენელია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ამ გაჯეტთან ჰარმონიული ურთიერთობის პროცესი მისი არჩევანით იწყება. კითხულობ სტატიებს, ეკითხები მეგობრებს, უყურებ ვიდეომიმოხილვებს, იკვლევ სხვადასხვა პარამეტრს და ამ ხანგრძლივი პროცესის ბოლოს იღებ გადაწყვეტილებას, რომლის სისწორეს მომავალი რამდენიმე წელი დაგიმტკიცებს.
და მაინც, რატომ უნდა შევიძინოთ "სამსუნგის" სმარტფონი ოფიციალური ჰოლოგრამით? ოფიციალურჰოლოგრამიანი სმარტფონი ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის. დავიწყოთ იმით, რომ ასეთი სმარტფონები ასი პროცენტით მორგებულია ქართული მობილური ოპერატორების ქსელებთან. რაც მთავარია, სმარტფონს მოჰყვება აქსესუარები, რომლებიც სპეციფიკურად საქართველოს რეგიონისთვის არის დამზადებული და დამატებით ადაპტერების გამოყენება საჭირო აღარ არის. Samsung-ის ოფიციალურჰოლოგრამიან სმარტფონს მოჰყვება "სამსუნგის" გარანტია და რაც მთავარია, ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო დაცულს ხდის, რადგან დარწმუნებული ხარ, რომ სერვისცენტრში გამოიყენებენ მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს და მოგემსახურებიან მხოლოდ პროფესიონალი ტექნიკოსები უმოკლეს ვადაში.
გარდა დაცულობისა, Samsung-ის ოფიციალურ ჰოლოგრამას აქვს მრავალი უპირატესობა. ორიგინალი ფლაგმანი სმარტფონის შეძენისას თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, ჩაერთოთ Trade In აქციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შეაფასოთ და ჩააბაროთ ძველი ნებისმიერი სმარტფონი და შეიძინოთ Samsung Galaxy სერიის სმარტფონები განსაკუთრებული ფასდაკლებით. ამისათვის თქვენ უნდა მიიტანოთ სმარტფონი Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში, სადაც შეამოწმებენ მის მდგომარეობას (ეკრანი, ელემენტი, კორპუსის ვიზუალი...) და შეაფასებენ მას. სწორედ ამის მიხედვით თქვენ გექნებათ ფასდაკლების ვაუჩერი, რომელსაც გამოიყენებთ Samsung-ის უახლესი ფლაგმანის შესაძენად და რაც მთავარია, ყიდვის დღიდან თქვენ გაქვთ გარანტია უსაზღვრო ეკრანის გატეხვაზე, რაც კომფორტის დიდი გარანტია.
ახლა, რადგან უკვე იცით, თუ რატომ არის Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა მნიშვნელოვანი, გაჩნდებოდა კითხვა, თუ სად შეიძლება ორიგინალი სმარტფონის შეძენა. ეს შესაძლებელია "სამსუნგის" პარტნიორ მაღაზიებში: "ალტა", "ელიტ ელექტრონიქსი", "მეგატექნიკა", "მეტრომარტი", "მაგთი". და ამავდროულად, უამრავი ინტერნეტ თუ რითეილ მაღაზია, სადაც შეგხვდებათ "სამსუნგის" სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით...
R