ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოინტერვიუს ახალგაზრდა მამაკაცთან, რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.
იგი ჟურნალისტს ბაჩანას სახელით ეცნობა. მისი თქმით, 23 წლის პროგრამისტი 2015 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტში გაიცნო.
"კურსელები ვიყავით. არ იყო ადვილად შესასვლელი ადამიანი, მასთან კონტაქტს ადვილად ვერ დაამყარებდი. ეს იყო ზოგადად, ჩემთან მიმართებაში არ ვამბობ. ჰიტლერის "ჩემს ბრძოლას" კითხულობდა და ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. ლექციის დროს კითხულობდა. გამიკვირდა ძალიან, რადგან ეგ წიგნი ადვილად წასაკითხი არ იყო და თავიდან სწორედ ამიტომ დავინტერესდი მისით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე ვხვდებოდით, რომ ერთმანეთი მოგვწონდა" - ამბობს ახალგაზრდა.
მისი თქმით, მასაც და თამარსაც დაბადების დღე 19 ივნისს აქვთ და ბოლოს სწორედ ამ დღეს ნახა გოგონა. ბაჩანას ინფორმაციით, იუბილე ჯერ ლისზე, შემდეგ კი ძველ თბილისში აღნიშნეს. გაგრძელება