სიახლე

ნივთების ნამდვილი დანიშნულება, რომელიც დიდი ალბათობით, არ იცოდით

ნივთების ნამდვილი დანიშნულება, რომელიც დიდი ალბათობით, არ იცოდით
ხშირად უბრალო ნივთების შემქმნელები იმდენად კარგად გვაწვდიან პროდუქციის მეორე მხარესაც, რომ არც ვუფიქრდებით მათი სხვა დანიშნულებით გამოყენებას. მაგალითად, ტკბილეულის შეფუთვის თავსახური, საშლელი.
რაში მდგომარეობს სინამდვილეში აღნიშნული ნივთების დანიშნულება?
Thinking Think GIF by Pibubear - Find & Share on GIPHY

საშლელის ლურჯი მხარე

  • ძალიან დიდი ხანია დადის მითი იმის შესახებ, რომ საშლელის ლურჯი მხარე კალმით დაწერილს შლის, უბრალოდ ზარმაცმა არ მოსინჯა ეს ხრიკი. საბოლოოდ ვინც სცადა, ყველამ ნახა, რომ ფურცელზე მელნის უარესად დათხაპნა და ფურცლის გახევა უდრის ლურჯი მხარის გამოყენებას. სინამდვილეში ლურჯი მხარე ფანქარს შლის სხვადასხვა ფურცლის ზედაპირიდან.
    შესაბამისად, წითელი მხარე რბილ, ხოლო ლურჯი მყარ ფურცელზე წასაშლელად არის გათვლილი.

რვეულის კიდეზე დახატული მინდვრები

  • მინდვრები რეალურად არა წითელი კალმით შეფასებების ჩასაწერად არის გათვლილი, არამედ საქმე იმაშია, რომ რამდენიმე ასწლეულის წინ ქაღალდს ვირთხები ღრღნიდნენ. შესაბამისად, რვეულში მინდვრების დახაზვა უწევდათ იმისათვის, რომ ჩანაწერები ხელუხლებელი დარჩენილიყო, მაშინაც კი, როცა მღრღნელი იქამდე მივიდოდა. თანამედროვე სამყაროში მსგავსი პრობლემა აღარ დგას, თუმცა ტრადიცია მაინც შემორჩა.

Money-Saving Hacks Every Student Should Know!

შესანახი ყუთი გაზქურის ქვეშ

  • გამოსაწევი შესანახი ყუთი გაზქურის ქვეშ ტაფების შესანახად ნამდვილად არ არის განკუთვნილი. როგორც აღმოჩნდა, იქ შეგიძლიათ მოათავსოთ კერძები, რომლებიც სითბოს შეინარჩუნებს სუფრასთან მიტანამდე. ასე ბევრად კომფორტულია, მოამზადებთ კერძს და შეინახავთ გაზქურის ქვედა ყუთში სტუმრების მოსვლამდე.

Bake Baking GIF - Bake Baking InTheOven - Discover & Share GIFs

ზედაპირი ბოქლომებზე

  • ეს პატარა ნახვრეტები ბოქლომებზე უბრალოდ სილამაზისთვის არ არის შექმნილი. ზოგიერთი თვლის, რომ მას იყენებენ გულსაბნევის წვერით გახსნის შემთხვევაში იმ დროს, თუკი გასაღები დაკარგეთ. რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა. პატარა ნახვრეტები იმისთვის არის აუცილებელი, რომ ბოქლომში არსებული სითხე არ დაგროვდეს და გარეთ გამოვიდეს, რადგან არ წარმოიქმნას ჟანგი.

სილიკაგელის პაკეტები

  • ეს პატარა პაკეტები ფეხსაცმლის ყველა ყუთში მოიპოვება, რომლებიც ტენიანობისგან იცავს მას. სხვათა შორის, თუკი ბევრ ასეთ შეფუთვას მოიმარაგებთ, ფეხსაცმელს მარტივად გააშრობთ წვიმის შემდეგ. ასევე, სილიკონის ბურთულები დაგიხსნით ტელეფონის ან პლანშეტის დასველების შემთხვევაშიც.

What To Do With Those Silica Gel Bags

Tic Tac-ის ზედაპირი

  • წარმოიდგინეთ, ამ გემრიელი ტკბილეულის შემქმნელებმა ტკბილის მოყვარულებზე იზრუნეს. როგორც აღმოჩნდა, იმისათვის, რომ პატარა კაფსულა ამოიღოთ ქილიდან, ხელისგულებზე გადმოყრა სულაც არ ყოფილა აუცილებელი. საკმარისია დახურულ მდგომარეობაში გადმოაბრუნოთ, შემდგომ გახსნათ თავსახური და სპეციალურ ზედაპირზე დარჩება კანფეტი, რომელიც სიამოვნებით შეგიძლიათ მიირთვათ.
GIF | Gfycat
იცოდით რომელიმე ნივთის რეალური დანიშნულება?

წყარო: sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93