ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, "პალიტრავიდეოსთან" ისაუბრა იმაზე, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მას გარდაცვლილ გოგონასთან. ბაჩანა ლობჟანიძემ მასთან ერთად გატარებული უკანასკნელი დაბადების დღეც გაიხსენა.
"მისთვის არანაირი ნეგატიური ფონი არ შემიმჩნევია. თამარის დაბადების დღე ერთად აღვნიშნეთ. ბევრ რამეზე ვსაუბრობდით, მხიარულად იყო... ვუთხარი, ლისზე წავიდეთ-მეთქი. თავიდან კი თქვა, - ცოტა შორიაო, მაგრამ ბოლოს მაინც წამოვიდა თავისი მანქანით. ნუცუბიძის პლატოსთან მიცდიდა და ერთად ავედით. როცა ლისზე ავედით, იქ ბევრ თემაზე ვსაუბრობდით. მისთვის რაიმე უცნაური არ შემიმჩნევია. ერთი რამ მინდა დავაზუსტო, ჩვენ წინა წელსაც გვინდოდა ასე აღგვენიშნა მისი დაბადების დღე, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, მეც სხვაგან ვიყავი, თამარსაც არ ეცალა. გაგრძელება