Galaxy Note 20 Ultra არის მოწყობილობა, რომელიც დღესდღეობით ბაზარზე აწესებს სტანდარტს - თუ რას წარმოადგენს ჭეშმარიტად მძლავრი ფლაგმანური სმარტფონი. ის წარმოდგენილია უზარმაზარი, 6.9-ინჩიანი, 120-ჰერციანი დინამიკური AMOLED (ეკრანის კორპუსთან თანაფარდობა - 91.6%) უსაზღვრო ეკრანით, რომლის პიქსელების სიმჭიდროვე არის 508 ppi და აქვს უზარმაზარი 4500 mAh-იანი აკუმულატორი. უმცროსი მოდელისგან განსხვავებით, აქ ასევე გვხვდება რევოლუციური, 108 MP-იანი კამერა (წინა კამერა 10MP) უსწრაფესი ლაზერული ავტო ფოკუსითა და ოპტიკური სტაბილიზაციით, რომელიც შესანიშნავ, დამახასიათებელ მკვეთრ ფერებს, იდეალურ დინამიკურ დიაპაზონსა და მაღალ დეტალიზაციას გვთავაზობს. სმარტფონს აქვს შესაძლებლობა, გადაიღოს ვიდეო 8K რეზოლუციით, რაც დღემდე არც ერთი კონკურენტი კომპანიის გაჯეტში არ გვხვდება. მეორე კამერა წარმოდგენილია 12 MP-იანი სენსორით, რომელსაც შეუძლია მოაახლოოს ფოტოობიექტი ოპტიკურად (ხარისხის დაკარგვის გარეშე) 5-ჯერ და ჰიბრიდულად 50-ჯერ, რაც ფანტასტიკური შედეგია! რაც შეეხება მესამე კამერას, ის წარმოდგენილია 12 MP-იანი ულტრაგანიერი ლინზით, რომელიც იდეალურია ჯგუფური ფოტოებისა და დიდი შენობების სრულიად ახალი პერსპექტივით გადასაღებად. აღსანიშნავია, რომ Galaxy Note 20 Ultra არის პირველი სმარტფონი, რომელიც დაცულია Gorilla Glass 7-ით, რაც მას ყველაზე გამძლე სმარტფონად აქცევს.
Galaxy Note სერია, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია S Pen-ის გარეშე. ყველა ახალი ტექნოლოგიისა და ინოვაციური მიდგომის დანერგვასთან ერთად Samsung-მა ახალი ნოუთის S-Pen კიდევ უფრო გააუმჯობესა და შეყოვნების დრო 42 მილიწამიდან 12 მილიწამამდე დაიყვანა. აღნიშნული გაუმჯობესება S pen-ის მოხმარებას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის როგორც ბიზნესმომხმარებლებისთვის, ასევე კრეატიული მიდგომების მოყვარული ადამიანებისათვის.
რაც შეეხება უმცროს მოდელს, Galaxy Note 20-ს, მისი ეკრანი 6.7-ინჩიან უსაზღვრო სუპერ AMOLED ეკრანით არის წარმოდგენილი, ხოლო პიქსელების სიმჭიდროვე - 393 ppi. მისი მთავარი კამერა, Ultra მოდელისგან განსხვავებით, 12 MP-იანი სენსორით არის აღჭურვილი, მაგრამ დიდი ძმის იდენტურად, ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს. Note 20-ის მეორე კამერა ტელეფოტო 64 MP-იანი სენსორით არის წარმოდგენილი და მას გადასაღები პეიზაჟის ოპტიკურად 3-ჯერ, ხოლო ჰიბრიდული ზუმით 30-ჯერ დაახლოება შეუძლია. მესამე, ულტრაგანიერი კამერა 12 MP-იანი სენსორით არის აღჭურვილი, სმარტფონის აკუმულატორი კი 4300 mAh-ს შეადგენს.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ Samsung-მა ღონისძიებაზე ასევე წარადგინა ახალი უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds Live, საათი Galaxy Watch3 და ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი კეცვადი ეკრანით Galaxy Z Fold 2.
გვინდა შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონს აქვს ოფიციალური გარანტია და მას ემსახურება ავტორიზებული სერვისცენტრი. იგი ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის და თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან. ამიტომ, Samsung-ი მოგიწოდებთ, შეიძინოთ "სამსუნგის" სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით.
R