სიახლე

ადრიანა ლიმა "ალი და ნინოს" სკულპტურამ მოხიბლა - რას წერს ცნობილი მოდელი "ინსტაგრამზე"

ადრიანა ლიმა "ალი და ნინოს" სკულპტურამ მოხიბლა - რას წერს ცნობილი მოდელი "ინსტაგრამზე"
Victoria's Secret-ის მო­დე­ლი ად­რი­ა­ნა ლიმა "ალი და ნი­ნოს" სკულპ­ტუ­რამ მო­ხიბ­ლა. ლიმა "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე "ალი და ნი­ნოს" ქან­და­კე­ბის ვი­დე­ოს აზი­ა­რებს და წერს: "მომ­წონს".



ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ქან­და­კე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა. 5 წლის წინ ამე­რი­კულ­მა გა­მო­ცე­მამ "ალი და ნი­ნოს" შე­სა­ხებ სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა ეშ­ტონ კატ­ჩერ­მა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქგვერ­დზე" გა­ა­ზი­ა­რა, წარ­წე­რით - "ეს ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია".

"კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რი დი­დე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რია ყო­ფი­ლა, და­წყე­ბუ­ლი ადამ და ევა­თი, რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი,
მაგ­რამ არის კი­დევ ერთი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, არ გსმე­ნი­ათ: ალი და ნინო", - წერ­და მა­შინ გა­მო­ცე­მა A Plus-ი.

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მწერ­ლის, ყურ­ბან სა­ი­დის რო­მან­ში მო­თხრო­ბი­ლია მუს­ლი­მი ბიჭი ალის და ქარ­თვე­ლი პრინ­ცე­სა ნი­ნოს ის­ტო­რია. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი სა­წყი­სე­ბის მქო­ნე წყვი­ლი თა­ვი­ს გზა­ზე ბევრ წი­ნა­ღო­ბას აწყდე­ბა. რო­მა­ნი პირ­ვე­ლად 1937 წელს და­ი­ბეჭ­და, ბა­თუმ­ში კი მის პა­ტივ­სა­ცე­მად დი­დე­ბუ­ლი ძეგლია აღ­მარ­თუ­ლი.



წაიკითხეთ ვრცლად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93