Victoria's Secret-ის მოდელი ადრიანა ლიმა "ალი და ნინოს" სკულპტურამ მოხიბლა. ლიმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ბათუმში მდებარე "ალი და ნინოს" ქანდაკების ვიდეოს აზიარებს და წერს: "მომწონს".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსოფლიოში ცნობილი ადამიანი ქანდაკებით ინტერესდება. 5 წლის წინ ამერიკულმა გამოცემამ "ალი და ნინოს" შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობმა ეშტონ კატჩერმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" გააზიარა, წარწერით - "ეს ძალიან ამაღელვებელია".
"კაცობრიობის ისტორიაში ბევრი დიდებული სასიყვარულო ისტორია ყოფილა, დაწყებული ადამ და ევათი, რომეო და ჯულიეტათი დამთავრებული, მაგრამ არის კიდევ ერთი ისტორია, რომელიც სავარაუდოდ, არ გსმენიათ: ალი და ნინო", - წერდა მაშინ გამოცემა A Plus-ი.
"აზერბაიჯანელი მწერლის, ყურბან საიდის რომანში მოთხრობილია მუსლიმი ბიჭი ალის და ქართველი პრინცესა ნინოს ისტორია. განსხვავებული კულტურული და რელიგიური საწყისების მქონე წყვილი თავის გზაზე ბევრ წინაღობას აწყდება. რომანი პირველად 1937 წელს დაიბეჭდა, ბათუმში კი მის პატივსაცემად დიდებული ძეგლია აღმართული.
წაიკითხეთ ვრცლად