ხათუნა ჟორდანია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, რაც სიმსივნეს ებრძვის, თავის გულშემატკივრებსა და ახლობლებს უყურადღებოდ არ ტოვებს. ის "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში ურეკიდან ჩაერთო, რომლის დროსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ილაპარაკა, ახალი გეგმებიც გაგვაცნო და სხვათა შორის, წყვილმა პირდაპირ ეთერში "ჩხუბიც" კი მოასწრო.
"დაგპირდით, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ მექნებოდა ჩართვები, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთული ყოფილა. მეუბნებიან, რომ სტიმულს ვაძლევ ადამიანებს. თუკი ერთ ადამიანს მაინც მივცემ ძალას, რომ სიმსივნეს ებრძოლოს, გპირდებით, ჩართვებს კიდევ გავაკეთებ!“- აღნიშნა ჟორდანიამ.
ჟორდანია მომავალში ონკოპაციენტების დასახმარებლად ფონდის შექმნას გეგმავს. თუმცა, ვიდრე ტექნიკური დეტალები გახდება ცნობილი, ჟორდანია სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს სხვა სახის დახმარებას სთავაზობს.
"ჩემს გვერდზე დავდე წამლების სურათი. რამდენიმემ მომწერა, რომ ეს წამალი უნდა. ვინც გამომიგზავნით ფორმა 100-ს და ექიმის ხელმოწერას, რომ ეს წამალი გჭირდებათ, დიდი სიამოვნებით მოგცემთ.
გუშინ ქუჩაში ადამიანებმა მიცნეს და მითხრეს, რომ ფონდი გავაკეთო. ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ვიდრე კარგად არ გავხდები, ვერ მოვკიდებ ხელს ამ საქმეს.
პირადად მე ვიღებ უამრავ მედიკამენტს. სიმსივნის მკურნალობა არის ძალიან ძვირად ღირებული. გაგრძელება