გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, რომელზეც 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი, სოციალურ ქსელში ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს.
"ხუთი არაადამიანი! ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი! ხუთი მკვლელი!
- ვახტანგ ჩიქოვანი
- არჩილ გაგნიძე
- ნიკოლოზ რევაზიშვილი
- ზეზვა ხომასურიძე
- აკაკი ქვრივიშვილი". (წყარო)
პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე"
ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გაგრძელება