კიდევ რა წერია ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში და რატომ არ ამოიღო ის გამოძიებამ აქამდე? - Marao

კიდევ რა წერია ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში და რატომ არ ამოიღო ის გამოძიებამ აქამდე?

2020-08-13 12:46:59+04:00


გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ მისი ჩანაწერი გაასაჯაროვა.

"პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე", - ეს არის, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი - "15"... ამ პოსტის გამო გიორგი კაპანაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ჟურნალისტის აზრით, თამარმა ეს ჩანაწერი, სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე მცირე ხნის წინ გააკეთა.

Ambebi.ge ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.

- დაკითხვაზე როცა ვიყავი, მითხრეს, რომ ექსპერტიზას ჩაატარებდნენ, მაგრამ როდის, ეს არ დაუკონკრეტებიათ. მე ვნახე ორიგინალი, გადავუღე ფოტო და გამოვაქვეყნე. ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს დიდი ხნის გაკეთებული ჩანაწერი. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს წერილი უნდა ყოფილიყო გარდაცვალებამდე არცთუ დიდი ხნის წინ დაწერილი.

- რა ვერსია გაქვთ თქვენ და რა ვერსია აქვს გამოძიებას?

- ეს იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მტკიცებულება, რომ თუ ექსპერტიზა უტყუარად დაადასტურებს, რომ ეს არის მართლაც თამარ ბაჩალიაშვილის მიერ დაწერილი, მაშინ გამოძიებამ უნდა იფიქროს კვალიფიკაციის შეცვლაზე. ანუ ფაქტობრივად, ამ ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ უფრო გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ შეიძლება თამარ ბაჩალიაშვილს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა. პასუხია გასაცემი კითხვაზე - ვის მიმართ იყო უძლური და რა არ შეეძლო? გაგრძელება