შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ "ბაუჰაუს" თანამშრომელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად "ბაუჰაუს" ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე "ბაუჰაუს" ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო
ღონისძიებები.
საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხულნი არიან "ბაუჰაუს" ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. გაგრძელება