მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დღეს კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. რამდენიმე საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ის ცოლს დაშორდა. სალომე (სალი) სულხანიშვილზე მსახიობმა ორი წლის წინ იქორწინა. ის "აკვა პარკის" მეპატრონის, ბიზნესმენ ფეფე სულხანიშვილის ქალიშვილია.
ლევანი და სალომე ერთმანეთს 13 წლიდან იცნობდნენ და როგორც ლევანი ამბობს, ის მისი პირველი სიყვარული იყო. დაშორების შემდეგ სალომე ფეხბურთელზე გათხოვდა და გარკვეული პერიოდი ქმართან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.
ოჯახის დანგრევის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და წყვილს შორის ურთიერთობაც განახლდა. საბოლოოდ ლევანმა ბათუმელ გოგონასთან - ნინიკო ნაცარაშვილთან ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ ცოლად სალომე მოიყვანა.
ერთი წლის წინ წყვილს საერთო შვილი მიქაელი შეეძინა. მას შემდეგ, რაც ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით გაასამართლეს, ბიზნესმენმა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან შორს ყოფნა არჩია და ტელევიზიებით აღარ ჩნდება. ის აღარც სოციალურ ქსელში აქტიურობს. გაგრძელება