"სუხიშვილების" ახალი პროექტი - "არტეფაქტები" არის ქართული ხალხური ცეკვის თანამედროვე ხედვა, რომლის სახელი ქორეოგრაფიულ დადგმაში გამოყენებულ არქაულ ილეთებს უკავშირდება.
პროექტი კარანტინის პირობებში შეიქმნა და რეპეტიციები ღია ცის ქვეშ ყოველდღიურად მიმდინარეობდა.
„იყო პროექტები, სადაც ექსპერიმენტის სახით წარმოგვიჩენია სხვადასხვა სახის წარმოდგენა, მაგრამ ახლა ჩვენ დავუბრუნდით საწყისს, რომ გავაკეთოთ თანამედროვე სახის წარმოდგენა", – განაცხადა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა.