ხალების უმეტესობა ჩვენს სხეულზე კეთილთვისებიანია, თუმცა ზოგიერთზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება. გავერკვეთ, რას ნიშნავს ხალები და რატომ ჩნდება?
რა არის ხალი?
- ხალი სახესა და სხეულზე ცხოვრების განმავლობაში თანდათანობით იჩენს თავს, დაწყებული დაბადებიდან. ნევუსები, როგორც სამედიცინო ტერმინოლოგიაშია, შესაძლებელია იყოს ბრტყელი ან კანზე ამობურცული სახით. ყველაზე ხშირად ხალები ღია ან ხორბლისფერი შეფერილობის კანის მქონე ადამიანებში გვხვდება. მათი უმეტესობა კეთილთვისებიანია და საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს. ზოგიერთი ხალს საკმაოდ მიმზიდველად თვლის. ეს ტენდენცია მეთვრამეტე საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალური იყო. ქალბატონები ფანქრების მეშვეობით იხატავდნენ ხალებს, ჭორფლებს და აქტიურად გამოიყენებოდა ფლირტში. დღესაც ბევრ ცნობილ ქალბატონს ამშვენებს ხალი, მაგალითად, ევა მენდესს, დიტა ფონ ტიზს, ნატალი პორტმანს, ნატალია ორეირას.
რატომ ჩნდება ხალები?
არსებობს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი: - ულტრაიისფერი სხივები: საზღვაო შვებულების შემდეგ სხეულზე ხალების რაოდენობა მატულობს. ანალოგიურად ხდება სოლარიუმში რუჯის მიღების შემდგომაც.
- მემკვიდრეობა - ეს ძირითადი ფაქტორია, რის გამოც ხალები ჩნდება სხეულზე.
- ჰორმონები - ორსულობა, კონტრაცეპტივების მიღება, რომლებიც ჰორმონალურ ფონს ცვლის.
- ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტი ხალი ჩნდება. ისინი იცვლიან ფორმას და ფერს. თუმცა 20 ცალზე მეტი ხალი იშვიათია ერთი ადამიანის სხეულზე.
- თუკი ხალი დაიწყებს მუქი შეფერილობის მიღებას და ზომაში ზრდას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. საშიშროება იმაშია, რომ შესაძლოა მელანომა წარმოქმნას. თუკი სხეულზე ძალიან დიდი რაოდენობით ხალი გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს.
მოვიშოროთ თუ არა ხალები
- ბევრი იქრობს ხალებს იმიტომ, რომ ვიზუალს ვერ უხდენს. დღესდღეობით ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან არსებობს სწრაფი საშუალებები, რაც უსაფრთხოდ მოგაცილებთ ხალებს რადიოტალღების და ლაზერის მეშვეობით. არსებობს კოსმეტიკური ჩარევის შემთხვევებიც, როცა ხალი სწრაფად იზრდება ზომაში და უშლის ხელს სხვადასხვა სახის თუ სხეულის ორგანოს ნორმალურად ფუნქციონირებაში.
რას ნიშნავს ხალები
მეთვრამეტე საუკუნეში ხალებს სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა:
- ხალი თვალთან - საბედისწერო ქალს ნიშნავდა
- ხალი ყურზე - დაუნდობელი ქალის ნიშანი იყო
- ხალი მარჯვენა ლოყაზე - ბედნიერ ქორწინებას ნიშნავდა
- მარჯვენა ლოყაზე - მუდმივი ბრძოლა
- პირთან - მგრძნობიარე და კეთილ ადამიანს ნიშნავდა
- ცხვირზე - მოგზაურობის მოყვარულს
- კისერზე - წარმატებული ცხოვრების ნიშანი იყო.
წყარო: cosmo