მამაკაცებისგან განსხვავებით, ფსიქოლოგების მოსაზრებით, ქალების ფსიქიკა უფრო აღქმადია. ფსიქოსომატური ფუნქციები, შესაბამისად, სქესს შორის არ არის იდენტური. ქალებს შეუძლიათ ნებისმიერი რამ განიცადონ უმიზეზოდაც კი, ვინაიდან საკმაოდ ემოციურები არიან და ხშირად წინ უსწრებენ აზრებს. რომელია ყველაზე გავრცელებული ტოპ 7 ქალური შიში?

მარტო დარჩენის შიში
- ეს შიში ძირითადი და მთავარია ქალურ შიშებს შორის. მამაკაცები ამ შემთხვევაზე ამბობენ, რომ ისინი „თავისუფლები“ არიან, ხოლო ქალბატონები - „მარტოსულები“. ეს სტერეოტიპი წლების გასვლის მიუხედავად არ იცვლება, სამწუხაროდ. შიშში ყოფნის გამო ქალები ხშირად საკუთარ თავს ივიწყებენ და მთლიანად უძღვნიან თავს მამაკაცს, რაც ძალაუნებურად „მსხვერპლის“ იარლიყს უქმნის მათ. ამის ნაცვლად უმჯობესია საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოთ და მუდამ აღმოჩენებში იყოთ იმისათვის, რომ გულგატეხილად და მარტოსულად არ იგრძნოთ თავი.
სწრაფად დაბერების შიში
- „რიტიფობია“ - ნაოჭების გაჩენის შიში, რაც ქალებში საკმაოდ ხშირია. ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ასაკის მატებასთან ერთად დაკარგავს საყვარელ მამაკაცს და მარტო დარჩება. ამიტომ უმჯობესია იფიქროთ საკუთარ მიღწევებზე და ცხოვრებაში შეცვალოთ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება.

შვილების მომავლისადმი შიში
- ეს შიში დედურ ინსტინქტებს უკავშირდება. მოცემული დიაგნოზი ყველა დედას აქვს, რაც ხელს უშლის არა მარტო დედას, არამედ შვილებსაც თავისუფლად ცხოვრებაში.
უნაყოფობის და რთულად დაორსულების შიში
- ეს შიშიც დაბალი თვითშეფასების ადამიანებს და საკუთარ თავში თავდაჯერებულობის არმქონეებს აქვთ. ამ შიშის დაძლევაში კი ფსიქოლოგიური მეთოდები დაგეხმარებათ.

ცხოველების და ბუნებრივი მოვლენების შიში
- ქალები პანიკურ შიშს განიცდიან ობობებთან, მღრღნელებთან, გველებთან და ჭექა-ქუხილთან მიმართებაში. ფსიქოლოგები ამ შიშს ხსნიან სისუსტით და მამაკაცების მხრიდან დაუცველობის ფონზე ინტერესის გამოწვევით. დანარჩენ შემთხვევაში კი ბავშვური შიშებით არის გამოწვეული, რომლებიც ფსიქიკაში დაილექა.
ღალატის შიში
- ნებისმიერ ქალს ეშინია საყვარელი მამაკაცის დაკარგვის. ამიტომ ხშირად უმიზეზოდაც კი ჰგონია, რომ რომანი აქვს მის პარტნიორს სხვასთან. ესეც დაბალი თვითშეფასებით არის გამოწვეული. ამ შემთხვევაში სპეციალისტები გირჩევენ მიიღოთ არსებული სიტუაცია და მიხვდეთ, რომ ცხოვრება ამით არ სრულდება.

განსჯის შიში
- დგება ისეთი მომენტი, როცა ქალი სვამს კითხვას: „რას იტყვის ხალხი?“. ეს ხდება მაშინ, როცა ქალი „დამჯერი“, „სწორი“ გოგოს როლს ირგებს. ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ სტერეოტიპები დაივიწყოთ და იცხოვროთ ისე, როგორც გაგიხარდებათ.
წყარო: 7mednews