გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურა დატოვეს. როგორც ადვოკატმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალების დათვალიერების შემდეგ ნათლად ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიემართებოდა.
მისივე თქმით, ვიდეოჩანაწერებში საეჭვო ფაქტორებიც გამოიკვეთა, რომლებიც აქამდე გამოძიებასაც არ ჰქონდა შემჩნეული.
„ხვალ სრულდება ექსპერიმენტი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოითხოვა. დათვალიერებულ იქნა ძალიან დიდი მასალა სათვალთვალო კამერებიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, სხვანაირად ვერ გადაადგილდებოდა ასე. გაგრძელება