თათია შარანგია სოციალურ ქსელში იმ შემთხვევაზე წერს, რომელმაც მთელი მისი ოჯახი შეაშფოთა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა:
"ვეცდები, სიტყვებს თავი მოვუყარო... რაც მე გადავიტანე, არ გადაიტანოს არც ერთმა მშობელმა. ღმერთს მადლობა! ანდრუშა მეორედ დაიბადა ჩემ თვალწინ, მამამისის დაბადების დღეზე. წინა ღამეს ამბობდა, ეს ჩემი დაბადების დღეა - მამიკომ მაჩუქაო. სიმართლეს ამბობდა თურმე.
ანდრუშა აუზში ჩავარდა, კამერის გარეშე. წყლიდან მე ამოვიყვანე, წყალნაყლაპი... დეტალებს ვერ მოვყვები... რაც შევძელი, შემზარავი კივილი და არაადეკვატური რეაქციები იყო. ამ ყველაფერს ხედავდნენ ედუ და სანი. ვერ გადმოვცემ მათ ცრემლებს და უდიდეს, წარმოუდგენელ ემოციებს. მუხლებზე მდგომი იძახდნენ: "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა"... უდიდესი მადლობა "ჰოლიდეინის" თანამშრომელს - ლუკა მურვანიძეს, რომელმაც თავისი სწრაფი, პროფესიონალური რეაქციით თვალწინ მაჩუქა შვილი. არ ვიცი, საიდან გაჩნდა წამებში იქ, უშიშარი, გამბედავი... ის რომ არა, მე ვხედავდი, რა მემართებოდა. რომ შეგვეძლოს, დაუნანებლად ვაჩუქებდით სიცოცხლის წლებს. მეც და სანდროც.
დიდი მადლობა იაშვილის კლინიკას, განსაკუთრებული მადლობა გიორგი გორგიჯანიძეს, ვალერი კვარაცხელიას... მადლობა ზე-პროფესიონალ ექიმებს, რომლებიც საკუთარი შვილივით ექცევიან ანდრუშას. მადლობა ქალბატონ მარინას, მაკას, ელენეს, ნანას. არაჩვეულებრივ ექთნებს - ლიზის, ქეთის, ანას...
მადლობა ყველას, ვინც ილოცეთ ჩემი შვილისთვის... მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც 3 წუთში გაჩნდნენ "ჰოლიდეინში"... გაგრძელება