მშვენიერების სამყაროში სიურპრიზების კვირა იწყება. „ლუტეცია ჯგუფი“ ყველაზე მასშტაბურ, დინამიკურ და მრავალფეროვან დღეებს გიმზადებთ.
24 აგვისტოდან, ერთი კვირის განმავლობაში, მომხმარებელს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში სასაჩუქრე ვაუჩერები და ფასდაკლებები ელოდება.
უფრო დეტალურად სიურპრიზების არსი ასეთია - ყოველ დახარჯულ 100 ლარზე საჩუქრად 25-ლარიან ვაუჩერს მიიღებთ და მხოლოდ ეს არ არის - მაღაზიათა ქსელში საყვარელ ბრენდებზე 40%-მდე ფასდაკლებაც დაგხვდებათ. კიდევ უფრო სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფასდაკლება თითქმის ყველა ბრენდზე ვრცელდება. ასე რომ, სასურველი და საოცნებო კოსმეტიკური საშუალებების შეძენისთვის შესაძლოა, სწორედ ახლა იყოს საუკეთესო დრო.
ფასდაკლებები გელით „ლუტეციას“ ყველა მაღაზიაში, თუმცა თუ მაღაზიაში მისასვლელად დრო არ გაქვთ, კომპანიამ ამაზეც იზრუნა - შეგიძლიათ სახლიდან, ან ოფისიდან ონლაინ შეიძინოთ სასურველი პროდუქტი, ფასდაკლებებსა და ვაუჩერს ამ შემთხვევაშიც მიიღებთ.
სასურველი კოსმეტიკური საშუალების შეკვეთა შეგიძლიათ www.lutecia.ge-ზე, ან კომპანიის facebook გვერდზე, გამოწერილ პროდუქტს კი საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ მოგიტანენ.
„ლუტეცია“ მომხმარებელს ხშირად ანებივრებს მსგავსი სიურპრიზებით და გამონაკლისი არც წლევადელი ზაფხულია.
იჩქარეთ და გაითვალისწინეთ, რომ სიურპრიზების დღეები 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. „ლუტეცია“ ზაფხულის ყველაზე მხიარულად დასრულებისა და შემოდგომის ყველაზე რომანტიკულად დაწყების შესაძლებლობას გაძლევთ.
R