ისინი არასოდეს ყოფილან კონკიები, მათ დაბადებიდანვე საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ. ზოგიერთ მათგანს მდიდარი მემკვიდრეობა და პოპულარული ოჯახისშვილობა დაბადებიდან ერგო. გაგაცნობთ ყველაზე მდიდარ ქართველ ქალებს, რომლებიც დღეს სერიოზულ კაპიტალს ფლობენ...
ია ფარულავა
ია ფარულავა რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ მისი შემოსავლის წყარო, ძირითადად, სატელევიზიო კონტრაქტებია, თუმცა მსახიობი ღარიბი არასოდეს ყოფილა. ფარულავას რამდენიმე უძრავი ქონება აქვს, მათ შორის, ბანკის მიერ მილიონ დოლარად შეფასებული სახლი აბანოთუბანში, რომელიც პოპულარულ სასტუმროდ აქცია.
ასევე აქვს ბინა ყაზბეგის ქუჩაზე, რომელიც 85 ათას დოლარად არის შეფასებული და ორსართულიანი სახლი ნუცუბიძეზე, რომლის ღირებულებაც 250 000 დოლარს შეადგენს. ფარულავა შემოსავლებს არ აკონკრეტებს, თუმცა მხოლოდ მის გარდერობში უამრავი ძვირფასი ბრენდის კაბაა, თითოეულის საბაზრო ღირებულება რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს.
თიკა კანდელაკი
თბილისში დაბადებული რუსი ტელეწამყვანი და ბიზნესლედი თინა კანდელაკი ამჟამად ფედერალური სპორტული ტელეარხის, "Матч ТВ"-ის გენერალური პროდიუსერია და ფლობს საკუთარ კოსმეტიკურ ბრენდ AnsaLigy-ს. თინას აქვს ასევე მოსკოვში საკუთარი სახელობის ქართული რესტორანი - "თინათინი"...
კანდელაკი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანი და პროდიუსერია. მისი მოსკოვური აპარტამენტი 400 კვ. მეტრი ფართის და დუპლექსის ტიპის საცხოვრებელია პანორამული ფანჯრებით. რაც შეეხება ორსართულიან ფეშენებელურ სახლს "რუბლიოვკაზე" - "ოცნების სახლის" მშენებლობა სამი წელი მიმდინარეობდა და მას თავად კანდელაკი ხელმძღვანელობდა.
რესტორანი „თინათინი“ მოსკოვის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს და ის მდიდრების საყვარელი თავშეყრის ადგილია, სადაც სტუმრებს ხაჭაპურის, ხინკლის, გებჟალიის, ფხალეულისა და სხვა ქართული კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. მაგალითად, ხაჭაპურის ფასი დაახლოებით 8 დოლარის ფარგლებშია, ერთი ცალი ხინკალი კი 2 დოლარამდე ღირს.
მაკა ასათიანი
დიზაინერი და უბრალოდ ძალიან პოპულარული ქართველი ქალი მაკა ასათიანი ტელეკომპანია "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი გახლდათ. ის ასევე ფლობდა აქციებს "მერსედესის" სადილერო კომპანია შპს "აკასა" და შპს "ნოღელაში".
წლების წინ მაკას ბიზნესსაქმიანობა სამოდელო სააგენტოს დაფუძნებით დაიწყო. კარგა ხანს მამის, კახი ასათიანის კუთვნილ კომპანიას - "აირზენასაც" ხელმძღვანელობდა. მაკა ასათიანის მეუღლის, კოტე გოგელიას ქონება, არაოფიციალური მონაცემებით, 50 მილიონი დოლარია. გოგელია-ასათიანის წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობს. გაგრძელება