სიახლე

ქართული ინტერაქციული წიგნის, „ფენიქსის“ ოთხი ალტერნატიული დასასრული უკვე წიგნის მაღაზიებშია!

ქართული ინტერაქციული წიგნის, „ფენიქსის“ ოთხი ალტერნატიული დასასრული უკვე წიგნის მაღაზიებშია!

ქართული ინტერაქციული წიგნის, „ფენიქსის“ ოთხი ალტერნატიული დასასრული, რომელსაც მკითხველი მოუთმენლად ელოდა, უკვე „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელშია!
4 ავტორის: ელის დოჯსონის, ტორესა მოსის, ნიკოლას მაჩაბლის და თეა ინასარიძის კოლაბორაცია ძალიან წარმატებული გამოდგა და მკითხველიც პირველი სამი ნაწილის გამოსვლისთანავე ჩაერთო საინტერესო თავგადასავალში. ინტერაქციულ თრილერს, რომელშიც ამბავი რამდენიმენაირად ვითარდება და რომელსაც ჯამში 8 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დასასრული აქვს, უკვე ბევრი მკითხველი ჰყავს, რომლებიც მოუთმენლად ელიან გაგრძელებებს.

„ფენიქსი“ 15 წიგნს აერთიანებს, რომლებსაც დამატებით ქვესათაურები აქვს. „ასტროიდი“ ამბის დასაწყისია, სადაც მთავარ
გმირებს ვეცნობით. სალი, ვატო და გიგა - წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან და მათ ამბებს მიჰყვება მკითხველი, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გაგრძელდეს მათი ისტორია. ყოველი ნაწილი წყდება საკვანძო ადგილას, როდესაც გმირები არჩევანის წინაშე დგებიან. მკითხველი კი ირჩევს იმ გაგრძელებას, რომელიც უფრო მეტად აინტერესებს და ამგვარად, ფაზლივით ადგენს მისთვის სასურველ რეალობას.

თუ გაინტერესებთ, როგორ განვითარდება სალის ამბავი, თუ ის „ასტროიდის“ შემდეგ აირჩევს ვატოს, „გადატვირთვის“ ხაზს უნდა გაჰყვეთ, ხოლო თუ გაინტერესებთ, რა მოხდება, თუ აირჩევს გიგას, მაშინ - „ჩაფერფვლა“ უნდა წაიკითხოთ.

ამ ეტაპზე, მკითხველისთვის ინტერაქციული წიგნის ოთხი დასასრულია ხელმისაწვდომი: „გადატვირთვის“ ხაზიდან - „სიჩუმე“ და „ელიტები“, ხოლო „ჩაფერფვლის“ ხაზიდან - „გათავისუფლება“ და „ლაბირინთი“.

„ფენიქსს“ ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში. გთავაზობთ მკითხველების შეფასებას, რომლებსაც ისინი „ფენიქსის“ ფეისბუქის გვერდზე წერენ:

„ავტორები ძალიან რთულ მისიას შეეჭიდნენ და გამოუვიდათ! ძალიან მომეწონა ოთხივე დასასრული და მოუთმენლად ველოდები შემდეგ ოთხს! მადლობა ავტორებს ასეთი წიგნებისთვის!“ - აკაკი.

„ასე მოუთმენლად „სამეფო კარის თამაშებს“ არ დავლოდებივარ, ეს რა მიქენით...“ - ზეზვა.

„ვერ ვიტყვი, რომელი ხაზი უფრო მეტად მომწონს. ორივე ერთმანეთზე საინტერესოა! თან, ჟანრებიც რომ იცვლება, ძალიან მაგარია! მადლობა ამ წიგნის შექმნისთვის!“ - თამუნა.

„ძალიან მომეწონა „სიჩუმე“. ზოგადად, სათავგადასავლო ჟანრი ძალიან მიყვარს და საინტერესო სამყაროში ვიმოგზაურე. ახლა „ელიტებს“ წავიკითხავ და მერე „ჩაფერფვლის“ ხაზზე გადავალ. ასეთი დიდი ინტერესით ჯერ არაფერი წამიკითხავს! ყველას ვურჩევ, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, აუცილებლად შეიძინოს „ასტროიდი“. კითხვას რომ დაიწყებ, ვერ გაჩერდები.“ - ნანიკო.

„ძალიან არ მინდა, რომ ეს ისტორია მალე დამთავრდეს. ეს მოლოდინიც კი მომწონს! მომწონს, როდესაც თავად ვირჩევ, რომელი გაგრძელება წავიკითხო. საოცარი აზარტია!“ - გიორგი.

  • თუ გიყვართ სათავგადასავლო ჟანრი, მისტიკა, თრილერი და საიდუმლოებების ძიება, მაშინ „გადატვირთვის“ ხაზი აირჩიეთ. ხოლო თუ გაინტერესებთ დეტექტივი, კრიმინალური და სასიყვარულო ამბები, მაშინ „ჩაფერფვლის“ ხაზს გაჰყევით. ხოლო თუ ყველა ხაზს წაიკითხავთ, ბევრი მოულოდნელობა გელით.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე „ფენიქსის“ 11 წიგნია გამოსული.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93