ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ბავშვის დედის მიმართ გამოვლენილ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას:
ორი დღეა ვხედავ აფთარი ქალების კომენტარებს ემიგრანტ დედებზე! პირი გამოირეცხეთ ყველამ, სანამ ჩვენზე რამეს იტყვით!
ძალიან არ მინდოდა წლობით ჩემი ერთადერთი შვილის დატოვება, მაგრამ თქვენსავით არც მდიდარი მშობლები მყავდა, რომ შვილის აღზრდაში დამხმარებოდნენ და არც ყოფილმა ქმარმა დამიტოვა ბინა და საკმარისი ალიმენტი, რომ ბავშვის გვერდით ვყოფილიყავი. მანდ მიღებული განათლებითაც ვერსად ვერ ვნახე სამსახური. ამიტომ ავიკიდე გუდა-ნაბადი და წამოვედი. იმ დღიდან მოყოლებული ყველა ღამე მესიზმრება პატარა ირაკლი, ხელებგაშლილი რომ მელის. ჩემს ბედნიერებას რაღაც აკლია, აი, როგორც კარგ საჭმელს მარილი. გულჩათუთქული ვარ და ჩემთვის ჩუმად ვუძლებ მონატრებას. გაგრძელება