რამდენიმე კვირის წინ, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წერილი გაასაჯაროვა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის ტექნიკურ მენეჯერს, ნიკა გეჯაძეს გაუგზავნეს. კომპანია ZAG-ის პროგრამების მენეჯერმა ნიკა გეჯაძემ მიიღო "წერილი მომავლიდან", რომელიც შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს გამოეგზავნა.
"ძვირფასო, მე გწერ 2020 წლის 4 აპრილიდან. თუ არ წაგიკითხავს, უკეთესია, მართალია ჩემს თავს დავპირდი, რომ აღარასოდეს მოგწერდი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო. ნეტა იცოდე რამდენ რამეს გადავაბიჯე ეს რომ მომეწერა. პირველი, რაც მინდა იცოდე ისაა, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ მოვქცეულვარ, გულშიც კი არ გამივლია შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება, არასდროს, არც შეგნებულად და არც შეუგნებლად. პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის.
არ ვიცი, რას როგორ აღიქვამდი ან როგორ მიიღე, რა მოგიყვა ან როგორ ჩაგაწვეთა, მაგრამ მერწმუნე, არასდროს განგებ ცუდის ჩადენა არც კი მიფიქრია. ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეში მადანაშაულებ და არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ.
მხოლოდ იმაზე მინდა იფიქრო, როდესაც ჩამოხვედი სულ ცოტა ყურადღება რომ გამოგეჩინა, სულ ცოტათი მაინც, რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალიან ბევრი რამე, ძალიან სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ მესმის, როგორი რთული იქნებოდა ეს შენთვის, შენ ხომ ასე ძალიან იყავი დაკავებული (ახსენებს კონკრეტულ ადამიანს)... მახსოვს, ის სიცივე და იგნორი შენი მხრიდან, ამის ფონზე კი შენი დაცვის იმედით გათამამებული შენი მეგობარი როგორ მამცირებდა. არ ერიდებოდა არც მორალურ საზღვრებს და არც არაფერს.. გაგრძელება