სიახლე

ბაღების მუშაობის განახლებული პროტოკოლი - პროგრამაში შევიდა ახალი თამაშები, აიკრძალა მშობლების დაშვება და შეიცვალა ბავშვის გამოყვანის წესი

ბაღების მუშაობის განახლებული პროტოკოლი - პროგრამაში შევიდა ახალი თამაშები, აიკრძალა მშობლების დაშვება და შეიცვალა ბავშვის გამოყვანის წესი
პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცესს 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია.

პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად, სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებ­ში მშობ­ლე­ბის შეს­ვლა-გა­მოს­ვლა აიკ­რძა­ლე­ბა. ასე­ვე, და­წეს­და შე­ზღუდ­ვე­ბი ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მშო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ბავ­შვის ბა­ღი­დან გა­მოყ­ვა­ნი­სას წი­ნას­წარ და­უ­კავ­შირ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და ითხო­ვოს, ბავ­შვი ბა­ღის შე­სას­ვლელ­თან გა­უყ­ვა­ნონ.

პრო­ტო­კოლ­ში გა­წე­რილ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ შრო­მის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ბექა ფე­რა­ძემ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ძი­ძე­ბის, ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყე­ბა. და­ი­ნერ­გე­ბა ახა­ლი სა­აღ­მზრდე­ლო პროგ­რა­მა, რაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის გა­ი­წე­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯგუ­ფებ­ში
ბავ­შვე­ბის და­საშ­ვებ რა­ო­დე­ნო­ბას, პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, უნდა შე­მუ­შავ­დეს ისე­თი გრა­ფი­კი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თი­თო­ე­ულ ჯგუფ­ში ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

„ბაგა-ბა­ღებ­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და ბავ­შვე­ბის თერ­მოსკრი­ნინ­გი.

აკ­რძა­ლუ­ლია მშობ­ლე­ბის დაშ­ვე­ბა ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ბა­ღის შე­ნო­ბა­ში და არა ბა­ღის ეზო­ში.

ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნი­სას მშობ­ლის მიერ წი­ნას­წარ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ზარი ბაღ­ში და ბავ­შვი მზად დახ­ვდე­ბა მშო­ბელს გა­მო­საყ­ვა­ნად, რი­თაც ვზღუ­დავთ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას.

აკ­რძა­ლუ­ლია სა­თა­მა­შო­ე­ბის სახ­ლი­დან წა­მო­ღე­ბა. ასე­ვე იზღუ­დე­ბა ისე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მ­ლებიც მარ­ტი­ვად არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა დე­ზინ­ფექ­ცი­ას.

სა­თა­მა­შო­ე­ბის რე­ცხვის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბი, რომ უნდა მოხ­დეს სა­თა­მა­შოს 27-30 გრა­დუს­ზე რე­ცხვა და დე­ზინ­ფექ­ცია, ასე­ვე, მშრა­ლი წე­სით გაშ­რო­ბა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი - ძი­ძე­ბი - გა­დამ­ზად­დე­ბა.

ბავ­შვე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ტრე­ნინ­გში თუ სას­წავ­ლო მა­სა­ლა­ში უნდა შე­ვი­დეს ახა­ლი თა­მა­შე­ბი, რო­მლებიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იმ სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რო­მ­ლებიც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის არის გა­წე­რი­ლი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორ და­ვა­ცე­მი­ნოთ ისე, რომ სხვე­ბი არ და­ვა­ზი­ა­ნოთ, უკონ­ტაქ­ტო მი­სალ­მე­ბის ხერ­ხე­ბი, რო­გო­რიც არის ჟეს­ტე­ბით მი­სალ­მე­ბა და ასე შემ­დეგ.

ასე­ვე, უნდა იყოს შე­ჯიბ­რება ხე­ლე­ბის სწო­რად და­ბა­ნა­ში, ბა­ღებ­ში წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი თა­მა­შე­ბი უნდა და­ი­ნერ­გოს. პრო­ტო­კოლ­ში გა­წე­რი­ლია სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და თეთ­რე­უ­ლის მარ­თვის სტან­დარ­ტე­ბიც.

ამას­თან, შიდა ბრძა­ნე­ბით, გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს პრო­ცე­დუ­რე­ბი, თუ რო­გორ გან­თავ­სდე­ბა ბავ­შვი საკ­ლა­სო სივ­რცე­ში. ბავ­შვე­ბი ისე უნდა გან­თავ­სდნენ, რომ ოპ­ტი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა იყოს და ძა­ლი­ან არ გა­და­იტ­ვირ­თოს საკ­ლა­სო სივ­რცე. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93