სიახლე

უბრალო ვარსკვლავური საცხოვრებელი: როგორ გამოიყურება ჰოლივუდელი მსახიობების სახლი

უბრალო ვარსკვლავური საცხოვრებელი: როგორ გამოიყურება ჰოლივუდელი მსახიობების სახლი
ბევრს მიაჩნია, რომ ჰოლივუდელი მსახიობები ქალაქგარეთ სახლებში უნდა ცხოვრობდნენ, რომელიც დიდ ფართობზე იქნება გადაჭიმული, თუმცა ეს ასე არ არის: მათ შორის არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც სადა და უბრალო სახლი მოსწონს. რომელი ვარსკვლავები გამოირჩევიან ასეთი სახლებით?

რობერტ პატინსონი

  • "ბინდის" ვარსკვლავი და ბეთმენის ახალი როლის შემსრულებელი რობერტ პატინსონი, რა თქმა უნდა, ჰოლივუდში ცხოვრობს, მაგრამ პატარა სახლში. 2014 წელს მან ჰოლივუდის გორაზე 3.2 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა სახლი, რაც იმაზე ბევრად იაფია, ვიდრე მისი კოლეგები იძენენ. ორსართულია, სახლში 180
    კვადრატულზე ორი საძინებელი და მანსარდაა. იატაკი ტერაკოტის ფერის ფილებით არის გაწყობილი, ხოლო უკანა ეზოში აუზია.


ჯენიფერ ლოურენსი

  • 2016 წელს მსახიობმა დიდი პენთჰაუსი შეიძინა ნიუ-იორკში, რომელიც 15,45 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა, თუმცა მანამდე ჯენი ცხოვრობდა პატარა სტანდარტულ სახლში მომცრო ზომის სამზარეულოთი და დაბალი ჭერით, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს უკვე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო.

ელაიჯა ვუდი

  • ფროდო ბეგინსის როლის შემსრულებელი "ბეჭდების მბრძანებლიდან" თითქოს ჰობიტების ცხოვრების სტილში შეიჭრა და 2013 წლამდე ცხოვრობდა პატარა ზომის სახლში ვიქტორიანულ სტილში მშობლიურ ოსტინში, ტეხასის შტატში. მაღალი ჭერი, პანორამული ფანჯრები და კეთილმოწყობილი სახლი მილიონი დოლარი დაუჯდა მაშინ, როცა გაყიდვა გადაწყვიტა.

კირა ნაითლი

  • მსახიობი მეუღლესთან, ჯეიმს რაიტონთან და ორ გოგონასთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. 2014 წელს მათ თაუნჰაუსი იყიდეს ხუთი საძინებლით კენონბერის რაიონში. სახლს სამი სართული და სარდაფი აქვს, კედლები ცისფერსა და იასამნისფერშია გაწყობილი. სტუდია არ არის, თუმცა საკმაოდ სადა და თავდაჭერილი არჩევანია ვარსკვლავისთვის.

წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93