როდესაც ორი ზრდასრული ადამიანი განიზრახავს ოჯახის შექმნას, ეს მხოლოდ მათი საქმეა. სამწუხაროდ, ახლა დედასთან გაცლა სჯობს... ვიმედოვნებ, მოვა გონს და ჩვენს ლუკას და მომავალ პატარას სიამოვნებით ჩაიკრავს გულში. იტყვის, რომ ეგოიზმის გამო ეს სიამოვნება დროებით გამოტოვა...
მარიკას არასდროს უფიქრია, რომ 11 წლით უმცროსი კაცი მოხიბლავდა, მაგრამ, როგორც მეგობრები ამბობენ, კაცმა იმდენი ქნა, ქალს ჯერ თავი შეაყვარა, მერე კი ცოლობაზეც
დაიყოლია. უკვე ორი წლის ლუკა ჰყავთ და მეორეს ელოდებიან. ირაკლი ბედნიერია და სულ არ აწუხებს, რომ დედამისმა გამოუცხადა, ბებერი ცოლით შინ არ შემოგიშვებ, თუ არ გეთმობა, ჩემი სახელი არ ახსენოო.
ირაკლი: - გული კი მწყდება, მაგრამ დედაჩემის ეგოისტური დამოკიდებულება იმდენად მიუღებელია, რომ გადავწყვიტე, ახლოს არ გავეკარო. თუ გონს მოვა და მიგვიღებს, ხომ კარგი, თუ არა, თავის თავს დააბრალოს. მე, 30 წლის კაცს, დედა ვერ მიკარნახებს, ვინ შევიყვარო...
მარიკა: - ირაკლი დიდხანს ცდილობდა ჩემი გულის მონადირებას. იმის გამო, რომ ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, მართლაც ვშიშობდი, იქნებ ეს ვნებაა, როცა გაივლის, უცებ ყველაფერი ხუხულასავით არ დაინგრეს-მეთქი. ძალიან ვცდილობდი ირაკლისთვის დამენახებინა სირთულეები, რომელიც შესაძლოა ჩვენს ურთიერთობას მოჰყოლოდა, მაგრამ... გაგრძელება