ბევრ ნივთს შეუძლია არაპროპორციულად წარმოგვაჩინოს: ბევრად ფართო მხრები, უფრო მსხვილი ფეხები და მოკლე კისერი. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავირიდოთ, უნდა შევარჩიოთ ტანისამოსი აღნაგობის მიხედვით.
როგორ დავიგრძელოთ კისერი ვიზუალურად სტილისტების რჩევით?
უარი თქვით საყელოებზე
- პირველ რიგში, გირჩევთ, არ გამოიყენოთ საყელოს მქონე მაისურები და ჯემპრები. საყელოიანი ტანისამოსი ვიზუალურად უფრო ამოკლებს კისერს, ისევე, როგორც პერანგი, რომლის ზედა ღილები ბოლომდე გაქვთ შეკრული. ანალოგიურია აბრეშუმის შარფები კისერზე. თუკი ვიზუალურად კისერი უფრო მეტად გინდათ წარმოაჩინოთ, არ დამალოთ ტანსაცმელში.
სწორი ჭრილის შერჩევა
- იმისათვის, რომ კისერი უფრო გრძელი გამოჩნდეს, ღრმაჭრილიანი მაისურები ჩაიცვით, ოღონდ არა მრგვალი ფორმის. შეარჩიეთ მასიური საყელოების მქონე პერანგები, V-ჭრილები. ასეთი სტილი კისერს ბევრად ლამაზად წარმოაჩენს.
ასიმეტრია მხრების მიდამოში
- ამ შემთხვევაში არა მარტო V-ჭრილები, არამედ მხრებზე გადმოსული კაბები და მაისურებიც გამოდგება. ასეთი მოდელები კისერს ბევრად გრძელს წარმოაჩენს. განსაკუთრებით აქტუალურია წელს ასიმეტრიული მხრები. შეგიძლიათ კოსტიუმი ან პერანგი ცალ მხარზე გადმოსული ვარიანტით ატაროთ. წელზე არ დაგავიწყდეთ ქამრით დაფიქსირება.
სამკაული
- არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სამკაულები ჩოკერებისა და შარფების სტილში - ის კისერს ვიზუალურად უფრო მოკლეს წარმოაჩენს. შესაბამისად, კურსი ვერტიკალურისკენ აიღეთ. დეკოლტეს ზონაზე უმჯობესია ლამაზი მძივები გაიკეთოთ, გრძელი ძეწკვებიც კარგი ვარიანტია.
საფინალო შტრიხი
- საყურეების შერჩევისას უპირატესობა ვერტიკალურ სტილზე შეაჩერეთ, გამოიყენეთ გრძელი ვარიანტები, მაგალითად, საყურე-წვეთი, საყურე-ძეწკვი. რაც შეეხება ვარცხნილობას, უმჯობესია მოკლე სტილის ვარცხნილობებზე შეაჩეროთ არჩევანი: "კარე" ნიკაპამდე, "ბობ-კარე", ხოლო თუკი ვერ ელევით გრძელ თმას, მაშინ მაღლა აწეული „ცხენის კუდი“ მოგიხდებათ.
წყარო:cosmo